„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026033
483
05/10/2026
ვებგვერდი, 07/10/2026
300160070.10.003.026033
„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2026 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა არსებული საქმიანობებისთვის/ დანადგარისთვის ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I და II თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I თავი ამოქმედდეს 2030 წლის 1 მარტიდან.

3. არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის II თავი ამოქმედდეს 2031 წლის 1 მარტიდან.

4. 2030 წლის 1 მარტამდე არსებული საქმიანობების/დანადგარის მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობებისთვის/დანადგარისთვის ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I თავი ამოქმედდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცემის დღიდან.

მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილება.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე