„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.026031
481
01/10/2026
ვებგვერდი, 01/10/2026
470000000.10.003.026031
„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2026 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 470000000.10.003.025549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №18 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 07) №18.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 07 02):

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:

 „ბ.გ) შპს – ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/ სპეცდაფინანსება;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, თვის ლიმიტი − 2026 წლის 1 სექტემბრამდე 1 465.0 ათასი ლარი, ხოლო 2026 წლის 1 სექტემბრიდან 1 235 ათასი ლარი. სპეცდაფინანსების პირობები განისაზღვრება განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან თვის ლიმიტი 230.0 ათასი ლარი.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფო.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 28 000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

3,143.0

2

შპს – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება

16,660.0

3

შპს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება

6,600.0

4

შპს – ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება

920.0

5

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

677.0

 

სულ:

   28,000.0.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე