დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.026030 |
|
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-7 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2027 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს №21 დანართით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან, ამავე დანართში მითითებული ვადების მხედველობაში მიღებით. ამასთანავე, №21 დანართით ფსიქიატრიული მომსახურებისთვის დადგენილი ყველა პირობის შესრულება აუცილებელია შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, გარდა ამავე დანართის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომლებიც მოეთხოვებათ იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.“. 2. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) დამატებითი სანებართვო პირობების VI ნაწილის („ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს“) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები