„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.026027
477
01/10/2026
ვებგვერდი, 02/10/2026
300310000.10.003.026027
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2026 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებაში:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამშენებლო საქმიანობაში სავალდებულო საექსპერტო შეფასება არის ოთხი სახის:

ა) მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების ნაწილების საექსპერტო შეფასება;

ბ) შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპების საექსპერტო შეფასება;

გ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების საექსპერტო შეფასება;

დ) ამ დადგენილების 673 მუხლის შესაბამისად აშენებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების საექსპერტო შეფასება.“.

2. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ დადგენილების XIX3 თავით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას მშენებლობის განხორციელება ნებართვის აღებამდე.“.

3. 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების 48-ე და 673 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამშენებლო ობიექტზე უკვე განხორციელებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის, შესაბამისად, ნებართვის მფლობელს ეკისრება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენის ვალდებულება.“.

4. XIX2 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX3 თავი:

„თავი XIX3

ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვის აღებისა და ექსპლუატაციაში მიღების წესი

მუხლი 673. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვის აღებისა და ექსპლუატაციაში მიღების წესი

1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები შეიძლება, განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის აღებამდე, თუ არსებობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.

2. ამ თავის მიზნებისთვის გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება ბუნებრივი ან ტექნოგენური გარემოება ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის შედეგად იმდაგვარად დაზიანდა ან ზიანდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტი, რამაც გამოიწვია ან გარდაუვლად გამოიწვევს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გათიშვას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების წარმოების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ დაუყონებლივ მიმართავს სააგენტოს წერილობითი ფორმით. ამ თავის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად.

5. მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებისას ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მშენებლობის დამკვეთი ვალდებულია, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვიდან 2 წლისა, უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასების წარდგენა და ამავე დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მშენებლობა ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად. მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე