„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016688
21
30/09/2026
ვებგვერდი, 02/10/2026
010260020.35.116.016688
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 30 სექტემბერი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №27 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016662) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1-ის „ცაგერის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -8 მუხლის მე -6, მე -7 და მე -9 პუნქტები ამოღებულ იქნეს .

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -8 მუხლის მე -10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„10. მე -8 მუხლის პირველი , მე - 2, მე - 3 პუნქტებით მოსარგებლე ოჯახები მეორედ ამავე მუხლით და მე -9 მუხლის მე -2 პუნქტით ვეღარ ისარგებლებენ .“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს .

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი :

„მუხლი 111. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ერთხელ , მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მაცხოვრებელ ოჯახებისთვის , გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება :

ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში – 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) მესამე და შემდგომი შვილის შეძენის შემთხვევაში – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ამავე პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი დახმარება დამატებით  – 500 (ხუთასი ლარი ) ლარის ოდენობით .

2. დახმარების მიმღებმა პირმა  – მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ახალშობილის/ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები, ახალშობილის და-ძმის დაბადების მოწმობები ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი; (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის(მშობლის) დევნილის მოწმობა(ასლი).

3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ ამავე წესის მე -8 მუხლის პირველი , მე -2 და მე -3 პუნქტებით , მე -9 მუხლის მე -2 პუნქტით .“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით :

„ 1. მე -5 მუხლით შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების შემსწავლელი საბჭო , რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი “.

6. 29-ე მუხლის მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით :

„11. მე -6, მე -7, მე -10, მე -11, 111, მე -12, მე -13, მე -14, მე -15, მე -16, მე -17, მე -18, მე -19, მე -20, 21-ე , 22-ე , 23-ე , 24-ე , 26-ე მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით ;“.

7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ;

„1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც საბჭოს ოქმის ან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების 111 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება უკუძალით გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევასილ საღინაძე