„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 17/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.010.203
  • Word
2-48
13/04/2007
სსმ, 53, 17/04/2007
010.240.070.22.032.010.203
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.010.203

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-48

2007 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებით (სსმ III, 14.03.2006წ. №33. მუხ.396) დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულებიდან ამოღებულ იქნეს პრეამბულა;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების, საქალაქო და რაიონული სამმართველოების მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ხარისხის, სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარული, მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური ღონისძიებების ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს.“

გ) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებებისაგან ცხოველთა დაცვა, ამ სნეულებების კერების აღმოფხვრა, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა, კერების აღმოფხვრა.“;

დ) მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მონიტორინგის, ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“;

ე) მე-3 მუხლის ,,მ.ბ.“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ.ბ.გ.“ ქვეპუნქტი:

,,მ.ბ.გ.) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები;”;

ვ) მე-3 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაციის კოორდინირება, შემოტანის, წარმოების (დაფასოების), მარკირების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების განხორციელების კონტროლი;“;

ზ) მე-3 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჩ) მეცნიერული მიღწევების, უახლესი ტექნოლოგიების, ტექნიკური საშუალებების დანერგვა, პროპაგანდა და საინფორმაციო მომსახურების ორგანიზება; ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევა, თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;“;

თ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,წ“ ქვეპუნქტი:

,,წ) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;“;

ი) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამსახურის ძირითადი უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურის უფლება-მოვალეობები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში:

ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით რისკის მართვა და კომუნიკაცია რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით;

გ) რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება;

დ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის კონკრეტულად განსაზღვრა იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალით, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალეობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვისა და საინფორმაციო სტრატეგიის ჩათვლით;

ე) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;

ვ) დადგენილი წესით ნიმუშის აღება და დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემა;

ზ) მონაცემებისა და დოკუმენტური მასალის შემოწმება;

თ) ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების შემოწმება;

ი) საბაჟო ორგანოებთან სისტემატიური თანამშრომლობა პოტენციურად საშიში ტვირთის, მისი ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებით შეჩერებისა და აღკვეთის თაობაზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით;

კ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციოდ გამზადებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარება;

ლ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებად რეგისტრირება.

2. ინსპექტორული კონტროლი:

სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება ხორციელდება სამსახურის უფლებამოსილი მოხელის (მოხელეების) მიერ რეგულარულად რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სურსათის უვნებლობის მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე. ერთი და იმავე მწარმოებლის/ობიექტის სამსახურის მიერ ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომბინირებული მიდგომით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით და დაუშვებელია ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით სპეციალიზებული ინსპექტირების ჩატარება.

3. სამსახურის უფლებამოსილი მოხელის უფლებამოსილება:

ა) სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის მიზნით დადგენილი წესით აიღოს ნიმუშები საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემის მიზნით;

ბ) ლაბორატორიული გამოცდის შედეგად ან ორგანოლეპტიკური შეფასების საფუძველზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის/ხარისხის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები;

გ) დადგენილი უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა;

დ) უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;

ე) გაათავისუფლოს შეჩერებული სურსათი და ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა რომ, კანონის მოთხოვნები დაცულია დაკავებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ვ) არ გაამჟღავნოს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

ზ) გამოითხოვოს სარეგისტრაციო წიგნი, დოკუმენტი ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის და ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები.

4. სამსახურის უფლება-მოვალეობები ვეტერინარიის სფეროში:

ა) ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;

ბ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებითა და ნედლეულით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) კანონით დადგენილი წესით ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ზედამხედველობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და შესაბამისად პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი;

ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა:     

ვ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება;

ზ) ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში და იმ სნეულებათა ნუსხის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება, რომელთა გამო ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით;

თ) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანის გავრცელების აღკვეთის მიზნით ვეტერინარულ-სანიტარიული საკარანტინო კონტროლის განხორციელება.

5. სამსახურის უფლება-მოვალეობები მცენარეთა დაცვის სფეროში:

ა) საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ასევე საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების ლოკალიზაცია და კერების ლიკვიდაცია;

ბ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება მცენარეთა დაცვისა და საკანარანტინო წესების დარღვევების აღმოჩენისა და აღკვეთის მიზნით;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლი;

დ) აგროსისტემებში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებაზე და გავრცელებაზე კონტროლი;

ე) პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოტანის, მარკირების, შენახვის, წარმოების (დაფასოების), ტრანსპორტირების, რეალიზაციის, უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების აღკვეთის მიზნით, მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი;

ზ) მცენარეთა დაცვის, ფიტოსანიტარიული კარანტინის ღონისძიებების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთების, შესაფუთი მასალის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებების საკარანტინო დახედვა (შემოწმება) და ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, მასალასა და ობიექტებზე კარანტინის დადებისა და მოხსნის, ასევე გარკვეულ ტერიტორიაზე კარანტინის გამოყენებისა და მოხსნის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ლ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

მ) მცენარეთა დაცვისათვის, ქიმიურ, ბიოლოგიურ საშუალებებისა და აგროქიმიკატების საჭირო რაოდენობის პროგნოზირება, სარეზერვო ფონდის შექმნის ხელშეწყობა და არსებული რეზერვების გამოყენებაზე კონტროლი;

ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაცის კოორდინაცია და რეგისტრაციის განხორციელება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა, სახელმწიფო კატალოგის წარმოება;

ო) სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი.“;

კ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებასა და წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხას;“

ლ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ზ1)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ1) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს;“;

მ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ბ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველო;

ე) რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველო;

ვ) ქონების მართვის, საფინანსო და საბუღალტრო სამმართველო;

ზ) იურიდიული სამმართველო;

თ) რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველო;

ი) მობილური რეაგირების ჯგუფი.“;

ნ) მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია.“;

 ო) მე-7 მუხლის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;“;

პ) მე-7 მუხლის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ) მე-7 მუხლის ,,ა.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

რ) მე-7 მუხლის ,,გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ი) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;“;

ს) მე-7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ქონების მართვის, საფინანსო და საბუღალტრო სამმართველოს ფუნქციებია: სახელმწიფო პროგრამებისა და სამსახურის დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადანაწილების დაგეგმვა, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა და სამსახურის ქონებრივი ურთიერთობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ წარმოდგენილი საფინანსო ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე სავალდებულო ანგარიშების მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამსახურის ცენტრალური აპარატის, რაიონული და საქალაქო სამმართველოების საფინასო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანი წარმოების უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია, საბიუჯეტო სახსრებისა და ხარჯთანუსხების შესრულების ოპერაციების წარმართვა და თანხების მიზნობრივად ხარჯვის განხორციელება, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა და ქონებრივი ურთიერთობების რეგულირება.”;

ტ) მე-7 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

უ) მე-7 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) რაიონული და საქალაქო სამმართველოები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე;“;

ფ) მე-7 მუხლს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) მობილური რეაგირების ჯგუფის ფუნქციებია:

განსაკუთრებულ შემთხვევებში ოპერატიულად გავიდეს სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) და ოპერატიულად შეისწავლოს რეალურად არსებული სიტუაცია (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით); დაუყოვნებლივ გაანალიზოს მიღებული ინფორმაცია; დაგეგმოს გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები/ქმედებები (საფრთხეებისა ან/და რისკების აღმოსაფხვრელი ან/და მისაღებ დონემდე შესამცირებელი ღონისძიებები, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები, ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო მასალისა და ნიმუშების სახეობები და რაოდენობები, საკარანტინო მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისას გავრცელების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებები, განსაკუთრებით საშიში მავნებლების სალიკვიდაციო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, საკარანტინო ზონაში შესაბამისი სამუშაოები და სხვა) და სავარაუდო მიმართულებები (საჭირო მატერიალური რესურსებისა და ღონისძიებების პრაქტიკულად განმახორციელებელი პირების ჩათვლით); დაუყოვნებლივ დაიწყოს რისკის მართვის დროებითი ზომების გატარება საფრთხის პროპორციულად, ასევე საჭირო მიმართულებებით სათანადო ღონისძიებების/ქმედებების განხორციელება (კომუნიკაცია გამჭვირვალობის გათვალისწინებით) ან/და გააკონტროლოს მათი სრულყოფილად განხორციელება; სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესწავლის შედეგების, გატარებული და დამატებით საჭირო ღონისძიებების/ქმედებების შესახებ ოპერატიულად აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელობას.“.

 მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი