დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 475 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.026025 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2018, 300010000.10.003.020360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 6. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 16. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი. 17. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი.“. 2. დანართ №2-ის − „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები