დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016499 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 106¹ მუხლის მე-10 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“, თანახმად დანართ №1-ისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხის ფორმა, თანახმად დანართ №2-ისა |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ტექნიკური მდგომარეობისა და ჩამოწერის აუცილებლობის აქტის ფორმა, თანახმად დანართ №3-ისა. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, თანახმად დანართ №4-ისა. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა, თანახმად დანართ №5-ისა. |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონების მიღება-ჩაბარებისა და განკარგვის აქტის ფორმა, თანახმად დანართ №6-ისა |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების:
ა) ინვენტარიზაციის; 2. ამ წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების მართვისას ერთიანი, გამჭვირვალე, დასაბუთებული და კონტროლირებადი პროცედურის უზრუნველყოფა. 3. ამ წესის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, წესდება და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმები. მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო 1. ეს წესი ვრცელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებშიც მესტიის მუნიციპალიტეტი ფლობს საკონტროლო წილს/მონაწილეობას, კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც ირიცხება მის ბალანსზე. 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ წესის შესაბამისი დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. 4. თუ კონკრეტული ქონების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური წესი, გამოიყენება სპეციალური წესი. მუხლი 3. ძირითადი ტერმინები ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ძირითადი საშუალება – კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივი, რომელიც გამოიყენება საქმიანობის განხორციელებისას და აკმაყოფილებს ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ამორტიზებული ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომლის ღირებულება სრულად ან არსებითად არის ჩამოწერილი/ამორტიზებული ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად და რომლის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია ან არ არსებობს; გ) გამოუყენებელი ქონება – ძირითადი საშუალება, რომელიც ფაქტობრივად აღარ გამოიყენება იურიდიული პირის საქმიანობაში და რომლის შემდგომი გამოყენება არსებული მდგომარეობით შეუძლებელია, არაეფექტიანია ან ეკონომიკურად არარენტაბელურია; დ) ჩამოსაწერი ქონება – ძირითადი საშუალება, რომლის ტექნიკური, ფიზიკური, მორალური ან ფუნქციური მდგომარეობიდან გამომდინარე დადგენილია მისი შემდგომი გამოყენების შეუძლებლობა ან არარენტაბელურობა და არსებობს მისი ბუღალტრული აღრიცხვიდან ჩამოწერის საფუძველი; ე) ინვენტარიზაცია – იურიდიული პირის ქონების ფაქტობრივი არსებობის, მდგომარეობისა და შესაბამისი აღრიცხვის მონაცემებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი; ვ) საინვენტარიზაციო კომისია – იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი ან კონკრეტული შემთხვევისთვის შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს ქონების ინვენტარიზაციასა და ჩამოწერის მიზნით მის შესწავლას; ზ) ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – ქონების ფიზიკური, ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის დასადგენად; თ) შეფასება – ქონების ღირებულების განსაზღვრა კანონმდებლობისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად; ი) ნარჩენი ღირებულება – ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების, მასალის, ჯართის ან ვარგისი ნაწილის სავარაუდო ღირებულება; კ) ლიკვიდაცია – ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების დემონტაჟის, დაშლის, უტილიზაციის, განადგურების ან სხვა კანონიერად დასაშვები ფორმით ფაქტობრივი გაუქმების პროცესი; ლ) შემფასებელი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ქონების შეფასება; მ) ექსპერტი/სპეციალისტი – შესაბამის სფეროში ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის დასკვნაც საჭიროა კონკრეტული ქონების ტექნიკური ან სხვა მდგომარეობის დასადგენად. თავი II ინვენტარიზაცია და ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა მუხლი 4. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების სათანადო აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია. 2. ინვენტარიზაცია ტარდება:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 3. ინვენტარიზაციის ჩატარებისას დგინდება:
ა) ქონების ფაქტობრივი არსებობა;
მუხლი 5. საინვენტარიზაციო კომისია 1. ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის მიზნით იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქმნის საინვენტარიზაციო კომისიას. 2. კომისიის შემადგენლობაში საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შედიოდნენ:
ა) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი; 3. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი კომისიის წევრად შეიძლება განისაზღვროს, თუმცა მას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული ქონების მდგომარეობის საბოლოო შეფასებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 6. კომისიის უფლებამოსილებები კომისია: ა) ამოწმებს ქონების ფაქტობრივ არსებობასა და მდგომარეობას; ბ) ახორციელებს ქონების ვიზუალურ და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დათვალიერებას; გ) ადგენს ქონების გამოყენების შესაძლებლობას; დ) ადგენს ქონების დაზიანების, ცვეთის ან გამოუსადეგრობის მიზეზებს; ე) განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ქონების აღდგენის ან შეკეთების შესაძლებლობა; ვ) აფასებს აღდგენის/შეკეთების მიზანშეწონილობას; ზ) ადგენს ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას; თ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს იურიდიული პირის ხელმძღვანელს სპეციალისტის, ექსპერტის ან დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვის წინადადებით; ი) ადგენს შესაბამის აქტებსა და ნუსხებს; კ) ახორციელებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III ქონების ჩამოწერის საფუძვლები მუხლი 7. ჩამოწერის საფუძვლები 1. ძირითადი საშუალების ჩამოწერის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ფიზიკური ცვეთა, რომლის შედეგადაც ქონება აღარ აკმაყოფილებს მისი გამოყენებისთვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს; ბ) მორალური მოძველება, როდესაც ქონება ტექნიკურად გამართულია, მაგრამ მისი გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი თანამედროვე ტექნოლოგიური ან ფუნქციური მოთხოვნების გათვალისწინებით; გ) ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელია; დ) ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენა ან შეკეთება ეკონომიკურად არარენტაბელურია; ე) ქონების ფუნქციური დანიშნულების დაკარგვა; ვ) ქონების შემდგომი გამოყენების შეუძლებლობა; ზ) ქონების განადგურება სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის ან სხვა შემთხვევის შედეგად; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. ქონების სრული ამორტიზაცია თავისთავად არ წარმოადგენს მისი ჩამოწერის საკმარის საფუძველს, თუ ქონება ფაქტობრივად გამოსადეგია და გამოიყენება იურიდიული პირის საქმიანობაში. 3. ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას და შესაბამის დასაბუთებას.
თავი IV ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და შეფასება მუხლი 8. ტექნიკური მდგომარეობის დადგენა 1. ქონების ტექნიკური მდგომარეობა, როგორც წესი, დგინდება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ. 2. თუ ქონების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კომისია ვალდებულია მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მონაწილეობა. 3. სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნაში უნდა მიეთითოს: ა) ქონების ტექნიკური მდგომარეობა; ბ) დაზიანების ან გაუმართაობის მიზეზი; გ) მისი აღდგენის შესაძლებლობა; დ) აღდგენის სავარაუდო ხარჯი, თუ ამის განსაზღვრა შესაძლებელია; ე) შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა; ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
მუხლი 9. დამოუკიდებელი შეფასება 1. დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვა სავალდებულოა, თუ ამის აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან ან კონკრეტული ქონების ხასიათიდან. 2. დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვა შეიძლება ასევე განხორციელდეს: ა) მაღალი ღირებულების ქონების შემთხვევაში; ბ) ქონების სავარაუდო ნარჩენი ღირებულების მნიშვნელოვანი ოდენობის არსებობისას; გ) ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში; დ) კომისიის მიერ ღირებულების დამოუკიდებლად განსაზღვრის შეუძლებლობისას; ე) ინტერესთა კონფლიქტის ან სხვა რისკის არსებობისას; ვ) მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის, მოთხოვნის შემთხვევაში; ზ) სხვა დასაბუთებულ შემთხვევაში. 3. შემფასებლის მომსახურების შესყიდვა და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი იურიდიული პირის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. 4. შეფასების საჭიროების არსებობა არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა აუცილებელია თითოეული ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებისთვის. თავი V ჩამოწერის გადაწყვეტილების მიღება მუხლი 10. ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაცია 1. ქონების ჩამოწერის საკითხის განხილვის საფუძველს წარმოადგენს: ა) ინვენტარიზაციის აქტი; ბ) ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნუსხა; გ) კომისიის დასკვნა; დ) ტექნიკური მდგომარეობის აქტი ან შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა საჭიროების შემთხვევაში; ე) შეფასების დასკვნა, თუ ასეთი შეფასება განხორციელდა; ვ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქონების ჩამოწერის საფუძველს. 2. ჩამოსაწერი ქონების ნუსხაში, სულ მცირე, მიეთითება: ა) რიგითი ნომერი; ბ) ქონების დასახელება; გ) საინვენტარო ნომერი; დ) რაოდენობა; ე) შეძენის/ბალანსზე აყვანის წელი; ვ) პირვანდელი ღირებულება; ზ) დაგროვილი ცვეთა; თ) ნარჩენი საბალანსო ღირებულება; ი) ტექნიკური მდგომარეობა; კ) ჩამოწერის საფუძველი; ლ) სავარაუდო ნარჩენი ღირებულება, არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია წარედგინება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს. 2. ქონების ჩამოწერის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობის, იურიდიული პირის წესდების, ამ წესისა და მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის, უფლებამოსილების გათვალისწინებით. 3. თუ კონკრეტული ქონების ჩამოწერა ან შემდგომი განკარგვა მოითხოვს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანხმობას, გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ ასეთი თანხმობის მიღების შემდეგ. 4. უძრავი ქონების, მაღალი ღირებულების ქონების ან კანონმდებლობით სპეციალურად რეგულირებული ქონების ჩამოწერა/განკარგვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალური პროცედურის დაცვით. თავი VI ჩამოწერილი ქონების ლიკვიდაცია მუხლი 12. ლიკვიდაციის განხორციელება 1. ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ქონების ლიკვიდაცია. 2. ლიკვიდაციის პროცესში უნდა დადგინდეს: ა) შესაძლებელია თუ არა ქონების ცალკეული ნაწილების შემდგომი გამოყენება; ბ) წარმოიქმნება თუ არა ჯართი ან სხვა რეალიზებადი მასალა; გ) წარმოიქმნება თუ არა ვარგისი სათადარიგო ნაწილები; დ) საჭიროებს თუ არა ქონება სპეციალურ უტილიზაციას; ე) არსებობს თუ არა გარემოსდაცვითი, სანიტარიული ან სხვა სპეციალური მოთხოვნები. 3. ლიკვიდაცია ხორციელდება შესაბამისი აქტით, რომელშიც აისახება მიღებული შედეგები. 4. იმ ქონების მიმართ, რომლის განადგურება ან უტილიზაცია სპეციალურ წესებს ექვემდებარება, გამოიყენება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. თავი VII ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების აღრიცხვა და განკარგვა მუხლი 13. ნარჩენი ქონების აღრიცხვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართი, ვარგისი ნაწილები, მასალები ან სხვა ქონება ექვემდებარება შესაბამის აღრიცხვას. 2. მიღებული ქონება უნდა აისახოს შესაბამის დოკუმენტაციაში მისი სახეობის, რაოდენობისა და საჭიროების შემთხვევაში ღირებულების მითითებით. 3. ქონების ნარჩენი ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი დოკუმენტაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დამოუკიდებელი შეფასებით.
მუხლი 14. ნარჩენი ქონების განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს: ა) იურიდიული პირის საქმიანობაში გამოყენებით; ბ) იურიდიული პირის სხვა ქონებაში ჩართვით; გ) რეალიზაციით; დ) შესაბამისი წესით უტილიზაციით; ე) სხვა კანონიერად დასაშვები ფორმით. 2. რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, იურიდიული პირის წესდებისა და მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის, უფლებამოსილების გათვალისწინებით. 3. ნარჩენი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ექვემდებარება შესაბამისი იურიდიული პირის ბუღალტრულ აღრიცხვას და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობისა და იურიდიული პირის წესდების შესაბამისად. 4. თუ ნარჩენი ქონების განკარგვა მოითხოვს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანხმობას, ასეთი თანხმობა მიიღება კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი VIII საბუღალტრო აღრიცხვა და დოკუმენტაცია მუხლი 15. საბუღალტრო აღრიცხვა 1. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვიდან ამოღება ხორციელდება შესაბამისი გადაწყვეტილებისა და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, მასალა, ჯართი ან სხვა აქტივი აისახება შესაბამის ბუღალტრულ აღრიცხვაში საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისად. 3. ქონების ჩამოწერის ყველა ეტაპი უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით. მუხლი 16. დოკუმენტაციის შენახვა 1. ქონების ინვენტარიზაციის, შეფასების, ჩამოწერისა და ლიკვიდაციის დოკუმენტები ინახება შესაბამის კერძო სამართლის იურიდიულ პირში კანონმდებლობით დადგენილი ვადით. 2. მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები ან გაეცნოს მათ.
თავი IX მუნიციპალიტეტის, როგორც პარტნიორის/დამფუძნებლის მონაწილეობა
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის მონაწილეობა 1. მუნიციპალიტეტი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი/დამფუძნებელი, ახორციელებს კანონმდებლობითა და იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იურიდიული პირი ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების მდგომარეობის, ინვენტარიზაციის, ჩამოწერისა და შემდგომი განკარგვის შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა საინვენტარიზაციო ან ჩამოწერის კომისიაში არ ცვლის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
თავი X კონტროლი და პასუხისმგებლობა მუხლი 18. კონტროლი 1. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, იურიდიული პირის წესდებითა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ქონების ჩამოწერის, ლიკვიდაციისა და შემდგომი განკარგვის პროცესში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის სისწორესა და კანონიერებაზე. მუხლი 19. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პირები პასუხისმგებელნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 20. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის ამოქმედებამდე გამოვლენილი, მაგრამ ჩამოუწერელი ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ამ წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული ქონების მდგომარეობა და ჩამოწერის საფუძველი სათანადოდ დასტურდება. 2. ამ წესის ამოქმედებიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის მოწესრიგება. 3. ამ წესით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად.
მუხლი 21. წესში ცვლილებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი №2
|
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა
|
იურიდიული პირის დასახელება: ___________________________________________
საიდენტიფიკაციო კოდი: _________________________________________________ ინვენტარიზაციის/ჩამოწერის კომისიის შექმნის საფუძველი: __________________________________________________________________________ კომისიის ოქმის/აქტის № და თარიღი: ______________________________________
ნუსხის შემაჯამებელი მონაცემები ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების რაოდენობა: __________________ ერთეული პირვანდელი ღირებულება სულ: __________________ ლარი დაგროვილი ცვეთა სულ: __________________ ლარი ნარჩენი საბალანსო ღირებულება სულ: __________________ ლარი სავარაუდო ნარჩენი ღირებულება სულ: __________________ ლარი კომისიის დასკვნა საინვენტარიზაციო/ჩამოწერის კომისიამ შეისწავლა ზემოაღნიშნული ძირითადი აქტივების ფაქტობრივი, ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა და დაადგინა, რომ ნუსხაში მითითებული ძირითადი აქტივები: ☐ ფიზიკურად გაცვეთილია; ☐ მორალურად მოძველებულია; ☐ ტექნიკურად გაუმართავია; ☐ ფუნქციურად გამოუსადეგარია; ☐ მათი აღდგენა/შეკეთება ტექნიკურად შეუძლებელია; ☐ მათი აღდგენა/შეკეთება ეკონომიკურად არარენტაბელურია; ☐ სხვა საფუძველი: ________________________________________________________ კომისიის შეფასებით, აღნიშნული ძირითადი აქტივების შემდგომი გამოყენება _____________________________ და მიზანშეწონილია მათი ჩამოწერის პროცედურის გაგრძელება.
დამატებითი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა: დასკვნის/აქტის № ______________________ თარიღი ___________________________
დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა: დასკვნის № ____________________________ თარიღი ___________________________ კომისიის წევრები
მატერიალურად პასუხისმგებელი პირი: ხელმოწერა _____________________ თარიღი _______________
იურიდიული პირის ხელმძღვანელი: ხელმოწერა _____________________ თარიღი _______________ |
დანართი №3
|
ტექნიკური მდგომარეობისა და ჩამოწერის აუცილებლობის აქტი
|
აქტის №: ______________________
შედგენის თარიღი: „ “ __________________ 20 წელი შედგენის ადგილი: _________________________________________________ I. ინფორმაცია იურიდიული პირის შესახებ იურიდიული პირის სრული დასახელება: ____________________________________________________________________________________ საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ იურიდიული მისამართი: ______________________________________________ ინვენტარიზაციის/ჩამოწერის კომისიის შექმნის საფუძველი: ____________________________________________________________________________________ კომისიის შექმნის შესახებ ბრძანების № და თარიღი: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ II. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარე:
სახელი, გვარი: _____________________________________________________ კომისიის წევრები:
III. ძირითადი აქტივის საიდენტიფიკაციო მონაცემები აქტივის დასახელება: ____________________________________________________________________________________ საინვენტარო ნომერი: _______________________________________________ მწარმოებელი/მარკა/მოდელი: _______________________________________ სერიული ნომერი: _________________________________________________ რაოდენობა: _______________________________________________________ შეძენის/ბალანსზე აყვანის წელი: ____________________________________ პირვანდელი ღირებულება: __________________________ ლარი დაგროვილი ცვეთა: _________________________________ ლარი ნარჩენი საბალანსო ღირებულება: _____________________ ლარი აქტივის ფაქტობრივი მდებარეობა: ____________________________________________________________________________________ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი: ____________________________________________________________________________________ IV. აქტივის ტექნიკური და ფაქტობრივი მდგომარეობა კომისიამ ადგილზე შეისწავლა ზემოაღნიშნული ძირითადი აქტივი და დაადგინა მისი შემდეგი ფაქტობრივი მდგომარეობა: 1. ფიზიკური მდგომარეობა
☐ დამაკმაყოფილებელი დეტალური აღწერა: ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 2. ტექნიკური მდგომარეობა
☐ ტექნიკურად გამართულია დეტალური აღწერა: __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________
3. ფუნქციური მდგომარეობა
☐ გამოიყენება დანიშნულებისამებრ დეტალური აღწერა: __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ V. დაზიანების/გამოუსადეგრობის მიზეზები კომისიამ დაადგინა, რომ აქტივის დაზიანების ან გამოუსადეგრობის მიზეზია: ☐ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ფიზიკური ცვეთა; ☐ მორალური/ტექნოლოგიური მოძველება; ☐ მექანიკური დაზიანება; ☐ ელექტრული/ელექტრონული გაუმართაობა; ☐ ავარია; ☐ ხანძარი; ☐ სტიქიური მოვლენით გამოწვეული დაზიანება; ☐ ტენიანობით/კოროზიით გამოწვეული დაზიანება; ☐ სათადარიგო ნაწილების მიუწვდომლობა; ☐ მწარმოებლის მიერ მომსახურების/სათადარიგო ნაწილების შეწყვეტა; ☐ ქონების დანიშნულების დაკარგვა; ☐ სხვა: _______________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________
VI. შეკეთებისა და აღდგენის შესაძლებლობა კომისიამ შეაფასა აქტივის შეკეთების/აღდგენის შესაძლებლობა და დაადგინა: ☐ შეკეთება შესაძლებელია; ☐ შეკეთება შესაძლებელია, თუმცა საჭიროებს მნიშვნელოვან ხარჯებს; ☐ შეკეთება ტექნიკურად შეუძლებელია; ☐ შეკეთება ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ ეკონომიკურად არარენტაბელურია; ☐ შეკეთებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები/მასალები ხელმისაწვდომი არ არის; ☐ შეკეთების საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას. დასაბუთება: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ შეკეთების სავარაუდო ღირებულება, არსებობის შემთხვევაში: ______________________________ ლარი აქტივის გამოყენების გაგრძელების სავარაუდო ეკონომიკური მიზანშეწონილობა: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ VII. სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა აქტივის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად: ☐ სპეციალისტის/ექსპერტის ჩართვა საჭირო არ გახდა; ☐ ჩართული იყო შესაბამისი სპეციალისტი; ☐ საჭიროა დამოუკიდებელი ექსპერტის/სპეციალისტის დასკვნა. სპეციალისტის/ექსპერტის სახელი, გვარი/ორგანიზაცია: დასკვნის № და თარიღი: დასკვნის მოკლე შინაარსი: _____________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ VIII. ჩამოწერის აუცილებლობის დასაბუთება კომისიის მიერ ჩატარებული შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ძირითადი აქტივის: ☐ შემდგომი გამოყენება შესაძლებელია; ☐ შემდგომი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეკეთების შემდეგ; ☐ შემდგომი გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია; ☐ შემდგომი გამოყენება ეკონომიკურად არარენტაბელურია; ☐ აქტივის აღდგენა/შეკეთება არ არის მიზანშეწონილი; ☐ აქტივი წარმოადგენს ფიზიკურად/ტექნიკურად სრულად გამოუსადეგარ ქონებას. კომისიის დასაბუთებული მოსაზრება: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ IX. ნარჩენი ღირებულებისა და შემდგომი განკარგვის საკითხი კომისიამ შეაფასა აქტივის ჩამოწერის შემდეგ შესაძლო ნარჩენი ღირებულება და დაადგინა: ☐ ნარჩენი ღირებულება არ გააჩნია; ☐ შესაძლებელია ჯართის სახით რეალიზაცია; ☐ შესაძლებელია ცალკეული ნაწილების შემდგომი გამოყენება; ☐ შესაძლებელია ვარგისი მასალების/ნაწილების გამოყოფა; ☐ საჭიროა სპეციალური უტილიზაცია; ☐ ნარჩენი ღირებულების დასადგენად საჭიროა დამოუკიდებელი შეფასება. სავარაუდო ნარჩენი ღირებულება: __________________________ ლარი დამატებითი განმარტება: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ X. კომისიის საბოლოო დასკვნა კომისიამ შეისწავლა ძირითადი აქტივის ფაქტობრივი, ფიზიკური, ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა, შეაფასა მისი შემდგომი გამოყენების, შეკეთებისა და აღდგენის შესაძლებლობა და დაადგინა: _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ კომისიის დასკვნით, აღნიშნული ძირითადი აქტივი: ☐ არ ექვემდებარება ჩამოწერას; ☐ ექვემდებარება ჩამოწერას; ☐ ჩამოწერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამატებითი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა; ☐ ჩამოწერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამოუკიდებელი შეფასება. კომისიის რეკომენდაცია: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ XI. დანართები აქტს თან ერთვის: ☐ ძირითადი აქტივის ფოტომასალა — ______ ფურცელი; ☐ საინვენტარიზაციო დოკუმენტაცია — ______ ფურცელი; ☐ ტექნიკური დოკუმენტაცია — ______ ფურცელი; ☐ სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა — ______ ფურცელი; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა — ______ ფურცელი; ☐ სხვა დოკუმენტი: _________________________________________________ XII. კომისიის წევრების ხელმოწერები კომისიის თავმჯდომარე სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გაცნობის შესახებ სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: _____________
|
დანართი №4
|
ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
|
აქტის №: ______________________
შედგენის თარიღი: „ “ __________________ 20 წელი შედგენის ადგილი: _________________________________________________ I. ინფორმაცია იურიდიული პირის შესახებ იურიდიული პირის სრული დასახელება: საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ იურიდიული მისამართი: ______________________________________________ ინვენტარიზაციის/ჩამოწერის კომისიის შექმნის საფუძველი: კომისიის შექმნის შესახებ ბრძანების № და თარიღი: ____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________
II. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარე: სახელი, გვარი _________________________________________________________ თანამდებობა __________________________________________________________ კომისიის წევრები:
III. ძირითადი აქტივის მონაცემები ძირითადი აქტივის დასახელება: _____________________________________________________________________ საინვენტარო ნომერი: ________________________________________________ მწარმოებელი/მარკა/მოდელი: _________________________________________ სერიული ნომერი: _________________________________________________ რაოდენობა: _______________________________________________________ შეძენის/ბალანსზე აყვანის წელი: ______________________________________ პირვანდელი ღირებულება: __________________________ ლარი დაგროვილი ცვეთა: _________________________________ ლარი ნარჩენი საბალანსო ღირებულება: _____________________ ლარი ჩამოწერის შესახებ აქტის № და თარიღი: ________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________
IV. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების აღწერა ჩამოწერისა და ლიკვიდაციის შედეგად მიღებულია:
მიღებული ქონების/მასალის დეტალური აღწერა: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ V. ნარჩენი ღირებულების დადგენის საფუძველი ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა: ☐ კომისიის მიერ ვიზუალური და ფაქტობრივი დათვალიერების საფუძველზე; ☐ შესაბამისი სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის საფუძველზე; ☐ საბაზრო მონაცემების/ანალოგიური ქონების ფასების შესწავლის საფუძველზე; ☐ სავარაუდო ჯართის ღირებულების საფუძველზე; ☐ ვარგისი ნაწილების/მასალების სავარაუდო ღირებულების საფუძველზე; ☐ სხვა საფუძვლით: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ VI. ნარჩენი ღირებულების გაანგარიშება
____________________________________________________________________________________ VII. სპეციალისტის/ექსპერტის ან შემფასებლის დასკვნა დასკვნის საჭიროება: ☐ არ არსებობს; ☐ არსებობს. სპეციალისტის/ექსპერტის/შემფასებლის დასახელება: ____________________________________________________________________________________ საიდენტიფიკაციო მონაცემები: ________________________________________ დასკვნის №: ______________________ დასკვნის თარიღი: „ “ __________________ 20 წელი დასკვნით განსაზღვრული ღირებულება: ____________________________ ლარი დასკვნის მოკლე შინაარსი: VIII. კომისიის დასაბუთება კომისიამ შეისწავლა ჩამოწერისა და ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება, მისი რაოდენობა, ფაქტობრივი მდგომარეობა, გამოყენების შესაძლებლობა და სავარაუდო საბაზრო/რეალიზაციის პირობები და დაადგინა: ნარჩენი ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა: ☐ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა; ☐ ქონების გამოყენების შესაძლებლობა; ☐ ქონების ჯართად რეალიზაციის შესაძლებლობა; ☐ ცალკეული ნაწილების/მასალების გამოყენების შესაძლებლობა; ☐ შესაბამისი საბაზრო ფასები; ☐ სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა; ☐ სხვა:
IX. საბოლოო დასკვნა კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება შეადგენს: ____________________________ ლარს. მათ შორის: ჯართის ღირებულება: __________________________ ლარი; ვარგისი ნაწილების ღირებულება: _________________ ლარი; ვარგისი მასალების ღირებულება: _________________ ლარი; სხვა ქონების ღირებულება: ______________________ ლარი. კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნარჩენი ქონება ექვემდებარება: ☐ იურიდიული პირის საქმიანობაში შემდგომ გამოყენებას; ☐ შესაბამისი წესით რეალიზაციას; ☐ სხვა იურიდიული პირისთვის/ორგანიზაციისთვის გადაცემას, თუ ეს კანონმდებლობით დასაშვებია; ☐ უტილიზაციას; ☐ განადგურებას; ☐ სხვა ფორმით განკარგვას: X. დანართები აქტს თან ერთვის: ☐ ჩამოწერილი აქტივის ფოტომასალა; ☐ ლიკვიდაციის აქტი; ☐ სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა; ☐ საბაზრო ფასების/ანალოგების შესახებ ინფორმაცია; ☐ მიღებული ჯართის/მასალების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ☐ სხვა: დანართების რაოდენობა: __________ ფურცელი.
XI. კომისიის წევრების ხელმოწერები კომისიის თავმჯდომარე სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________
მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ იურიდიული პირის ხელმძღვანელი სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________
|
დანართი №5
|
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
|
აქტის №: ______________________
შედგენის თარიღი: „“ __________________ 20 წელი შედგენის ადგილი: _________________________________________________
I. ინფორმაცია იურიდიული პირის შესახებ იურიდიული პირის სრული დასახელება: საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ იურიდიული მისამართი: ______________________________________________ აქტივის ლიკვიდაციის საფუძველი: აქტივის ჩამოწერის შესახებ აქტის № და თარიღი: ლიკვიდაციის სამუშაოს განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების № და თარიღი:
II. ლიკვიდაციის კომისია ლიკვიდაციის პროცესის განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის/პასუხისმგებელი პირების შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე: სახელი, გვარი _________________________________________________________ თანამდებობა __________________________________________________________ კომისიის წევრები:
<>1.
<>2.
<>3.
<>4.
<>5.
III. ლიკვიდაციას დაქვემდებარებული ძირითადი აქტივის მონაცემები აქტივის დასახელება: საინვენტარო ნომერი: ________________________________________________ მწარმოებელი/მარკა/მოდელი: _________________________________________ სერიული ნომერი: _________________________________________________ რაოდენობა: _______________________________________________________ შეძენის/ბალანსზე აყვანის წელი: ______________________________________ პირვანდელი ღირებულება: __________________________ ლარი დაგროვილი ცვეთა: _________________________________ ლარი ნარჩენი საბალანსო ღირებულება: _____________________ ლარი აქტივის ფაქტობრივი მდებარეობა ლიკვიდაციამდე:
IV. აქტივის ლიკვიდაციის წინ არსებული მდგომარეობა ლიკვიდაციამდე აქტივის ფაქტობრივი მდგომარეობა: ☐ სრულად გამოუსადეგარი; ☐ მნიშვნელოვნად დაზიანებული; ☐ ნაწილობრივ დაზიანებული; ☐ ტექნიკურად აღდგენას არ ექვემდებარება; ☐ აღდგენა/შეკეთება ეკონომიკურად არარენტაბელურია; ☐ სხვა: მდგომარეობის დეტალური აღწერა: V. ლიკვიდაციის განხორციელება კომისიამ განახორციელა ძირითადი აქტივის: ☐ დემონტაჟი; ☐ დაშლა; ☐ ნაწილებად დაშლა; ☐ უტილიზაცია; ☐ განადგურება; ☐ სხვა:
ლიკვიდაციის განხორციელების აღწერა:
ლიკვიდაციის დასრულების თარიღი: VI. ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება ლიკვიდაციის შედეგად მიღებულია შემდეგი ქონება, მასალა, ჯართი ან ვარგისი ნაწილები:
VII. ვარგისი ნაწილები და მასალები ლიკვიდაციის შედეგად გამოვლენილი ვარგისი ნაწილები/მასალები:
ვარგისი ნაწილების/მასალების შემდგომი გამოყენების გადაწყვეტილება: VIII. ჯართი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ჯართი:
ჯართის საერთო რაოდენობა: ______________________________ ჯართის საერთო ღირებულება: ______________________________ ლარი ღირებულების დადგენის საფუძველი: IX. უტილიზაციას/განადგურებას დაქვემდებარებული ნარჩენი ლიკვიდაციის შედეგად დარჩა შემდეგი ნარჩენი:
ნარჩენის განკარგვის/უტილიზაციის აღწერა: თუ ნარჩენის განადგურება ან უტილიზაცია ექვემდებარება სპეციალურ სამართლებრივ მოთხოვნებს, შესაბამისი პროცედურა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. X. ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონების ღირებულება ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონების/მასალის საერთო ღირებულება: ____________________________ ლარი მათ შორის:
ღირებულების დადგენის საფუძველი: ☐ კომისიის შეფასება; ☐ სპეციალისტის დასკვნა; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა; ☐ საბაზრო ფასების შესწავლა; ☐ სხვა: XI. ლიკვიდაციის შედეგების საბოლოო დასკვნა კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძირითადი აქტივის ლიკვიდაცია განხორციელდა დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ლიკვიდაციის შედეგად: ☐ მიღებულია ვარგისი ნაწილები; ☐ მიღებულია ჯართი; ☐ მიღებულია ვარგისი მასალები; ☐ დარჩა უტილიზაციას/განადგურებას დაქვემდებარებული ნარჩენი; ☐ ლიკვიდაციის შედეგად რეალიზებადი ქონება არ წარმოშობილა. კომისიის საბოლოო დასკვნა: ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება/მასალა ექვემდებარება შესაბამის აღრიცხვას და შემდგომ განკარგვას საქართველოს კანონმდებლობის, შესაბამისი იურიდიული პირის წესდებისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. XII. გადაბარება და პასუხისმგებლობა ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება/მასალა გადაეცა: სახელი, გვარი: _________________________________________________ თანამდებობა: ___________________________________________________ მიღებული ქონების დასახელება: ____________________________________ რაოდენობა: _____________________________________________________ მიღება-ჩაბარების თარიღი: „“ __________________ 20 წელი მიმღების ხელმოწერა: __________________________
XIII. დანართები აქტს თან ერთვის: ☐ ლიკვიდაციამდე აქტივის ფოტომასალა; ☐ ლიკვიდაციის პროცესის ფოტომასალა; ☐ ლიკვიდაციის შემდეგ მიღებული ქონების ფოტომასალა; ☐ ჩამოწერის აქტი; ☐ ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი; ☐ სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა; ☐ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა; ☐ ჯართის აწონვის/მიღების დოკუმენტი; ☐ მიღება-ჩაბარების აქტი; ☐ სხვა: დანართების რაოდენობა: __________ ფურცელი.
XIV. კომისიის წევრების ხელმოწერები კომისიის თავმჯდომარე სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ იურიდიული პირის ხელმძღვანელი სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________
|
დანართი №6
|
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონების მიღება-ჩაბარებისა და განკარგვის აქტი
|
აქტის №: ______________________
შედგენის თარიღი: „“ __________________ 20 წელი შედგენის ადგილი: _________________________________________________
I. ინფორმაცია იურიდიული პირის შესახებ იურიდიული პირის სრული დასახელება: საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ იურიდიული მისამართი: ______________________________________________ ქონების მიღების საფუძველი: ლიკვიდაციის აქტის № და თარიღი: ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის № და თარიღი:
II. ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი ქონება, მასალა, ჯართი ან ვარგისი ნაწილები:
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონების საერთო ღირებულება:
III. ქონების მიღება-ჩაბარება ზემოაღნიშნული ქონება/მასალა/ჯართი ლიკვიდაციის შედეგად ფაქტობრივად მიღებულ იქნა და გადაეცა: გადამცემი პირი: სახელი, გვარი: ______________________________________________________ თანამდებობა: ________________________________________________________ მიმღები პირი: სახელი, გვარი: ______________________________________________________ თანამდებობა: ________________________________________________________ გადაცემის ადგილი: გადაცემის თარიღი: „“ __________________ 20 წელი მიმღები პირი ადასტურებს, რომ აქტში მითითებული ქონება ფაქტობრივად ჩაიბარა.
IV. მიღებული ქონების მდგომარეობა მიღებული ქონების მდგომარეობა: ☐ ახალი/გამოსადეგი; ☐ გამოყენებული, მაგრამ გამოსადეგი; ☐ ნაწილობრივ გამოსადეგი; ☐ ჯართი; ☐ ნარჩენი მასალა; ☐ უტილიზაციას დაქვემდებარებული; ☐ სხვა: ქონების მდგომარეობის დამატებითი აღწერა: V. მიღებული ქონების აღრიცხვა მიღებული ქონება: ☐ აისახა იურიდიული პირის შესაბამის აღრიცხვაში; ☐ გადაეცა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს; ☐ აღირიცხა მარაგის/მასალის სახით; ☐ აღირიცხა ჯართის სახით; ☐ საჭიროებს დამატებით შეფასებას/იდენტიფიცირებას; ☐ სხვა: ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტის № და თარიღი:
VI. ქონების შემდგომი განკარგვის ფორმა მიღებული ქონების მიმართ განისაზღვრა შემდეგი განკარგვის ფორმა: ☐ იურიდიული პირის საქმიანობაში გამოყენება; ☐ იურიდიული პირის სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა; ☐ სხვა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის გადაცემის საკითხის განხილვა, კანონმდებლობით დასაშვებ შემთხვევაში; ☐ რეალიზაცია; ☐ ჯართის სახით რეალიზაცია; ☐ უტილიზაცია; ☐ განადგურება; ☐ სხვა კანონიერად დასაშვები ფორმა: განკარგვის საფუძველი/გადაწყვეტილების № და თარიღი:
VII. რეალიზაციის შემთხვევაში თუ მიღებული ქონება ექვემდებარება რეალიზაციას: რეალიზაციის ფორმა: ☐ პირდაპირი რეალიზაცია; ☐ აუქციონი; ☐ სხვა კანონმდებლობით დასაშვები ფორმა: მყიდველის/შემძენის დასახელება: საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ რეალიზებული ქონების ღირებულება: __________________________ ლარი რეალიზაციის დოკუმენტის № და თარიღი: მიღებული თანხა: ______________________________ ლარი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:
VIII. ჯართის რეალიზაციის შემთხვევაში ჯართის მიმღები/შემძენი: საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________________ ჯართის სახეობა: რაოდენობა: _______________________________________________________ ერთეულის ფასი: __________________________ ლარი საერთო ღირებულება: ______________________ ლარი აწონვის/მიღება-ჩაბარების დოკუმენტის №: რეალიზაციის დოკუმენტის № და თარიღი:
IX. უტილიზაციის/განადგურების შემთხვევაში თუ ქონება ექვემდებარება უტილიზაციას ან განადგურებას: ქონების/ნარჩენის დასახელება: რაოდენობა: _______________________________________________________ უტილიზაციის/განადგურების საფუძველი: უტილიზაციის/განადგურების განმახორციელებელი პირი/ორგანიზაცია: შესაბამისი დოკუმენტის № და თარიღი: შესრულების თარიღი: „“ __________________ 20 წელი
X. მიღებული თანხების აღრიცხვა რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა: ____________________________ ლარი აისახა: ☐ იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე; ☐ სალაროში; ☐ სხვა კანონიერად განსაზღვრული ფორმით: ბუღალტრული გატარების/აღრიცხვის დოკუმენტის №: მიღებული თანხების გამოყენება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების შესაბამისად.
XI. მხარეთა განცხადება წინამდებარე აქტით მხარეები ადასტურებენ, რომ:
XII. საბოლოო დასკვნა წინამდებარე აქტით დასტურდება, რომ ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება: ☐ მიღებულია და აღრიცხულია; ☐ გადაცემულია შესაბამის პასუხისმგებელ პირზე; ☐ გამოყენებულია იურიდიული პირის საქმიანობაში; ☐ რეალიზებულია; ☐ რეალიზაციისთვის გადაცემულია; ☐ გადაცემულია უტილიზაციისთვის; ☐ განადგურებულია; ☐ საჭიროებს დამატებით სამართლებრივ/ტექნიკურ პროცედურას. დამატებითი ინფორმაცია:
XIII. დანართები აქტს თან ერთვის: ☐ ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი; ☐ ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი; ☐ მიღებული ქონების ფოტომასალა; ☐ აწონვის დოკუმენტი; ☐ რეალიზაციის დოკუმენტი; ☐ ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი; ☐ უტილიზაციის/განადგურების დოკუმენტი; ☐ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი; ☐ სხვა: დანართების რაოდენობა: __________ ფურცელი. XIV. ხელმოწერები გადამცემი პირი სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ მიმღები პირი სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის თავმჯდომარე სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ კომისიის წევრი სახელი, გვარი: ______________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________ იურიდიული პირის ხელმძღვანელი სახელი, გვარი: ______________________________________ თანამდებობა: ________________________________________ ხელმოწერა: _______________________ თარიღი: ______________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები