დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.161.016639 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016581) და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილების დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დაწესებულებათა კოორდინაციასა და საქმიანობის ხელშეწყობას. სამსახურის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მერიის სახელით და ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე (შემდგომში – მერი).“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე; ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის სერვისების მიწოდების მონიტორინგი; გ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების), ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების (ა.(ა.)ი.პ-ები) საქმიანობის კოორდინაცია; დ) საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან წინადადებების წარდგენა; ე) საგანმანათლებლო, კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული და ტურისტული სფეროების ხელშეწყობა; ვ) წარმატებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა) წახალისების ხელშეწყობა; ზ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა; თ) ახალგაზრდებისთვის მათი მონაწილეობის მიზნით სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებითი, სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა; ი) ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა; კ) ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება და ორგანიზება; ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა; ნ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა; ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა; პ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის სხვადასხვა ფესტივალში, დათვალიერებასა და კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ; ჟ) ხალხური რეწვის ოსტატთა, ფერმწერთა, მხატვარ-დეკორატორთა გამოფენების მოწყობის ან/და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ; რ) სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება-დაჯილდოება; ს) ოლიმპიადებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ხელის შეწყობა; ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; უ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა; ფ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტების შემუშავება-ორგანიზება; ქ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ღ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.“; ე) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. განათლებისა და კულტურის განყოფილება განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციებია: ა) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა; დ) განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა; ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) სპორტულ-ახალგაზრდულ ღონისძიებათა და სპორტული მიმართულებების/სახეობების განვითარების ხელშეწყობა; გ) სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება; დ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების (სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სხვათა) ხსოვნის უკვდავყოფა; ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“; ვ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები