დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016638 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016582) და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილების დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახურის დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას, დამუშავებასა და მერისთვის წარდგენას.“; გ) მე-3 მუხლიდან ამოღებული იქნეს „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ პუნქტები; დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება საჯარო მოხელეებისგან და მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია „წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება.“; ე) მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები