„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016633
13
30/09/2026
ვებგვერდი, 01/10/2026
010260020.35.161.016633
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 30 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016507) დამტკიცებულ დანართში და დანართის:

ა) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური:

ა.ა) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.ბ) იურიდიული განყოფილება;

ა.გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.დ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ე) შესყიდვების განყოფილება.

ბ) წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახური:

ბ.ა) წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება.

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:

გ.ა) საბიუჯეტო განყოფილება;

გ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

გ.გ) სახაზინო განყოფილება.

დ) ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური:

დ.ა) ეკონომიკის განყოფილება;

დ.ბ) მუნიციპალური ქონებისა და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება.

ე) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური:

ე.ა) არქიტექტურის განყოფილება;

ე.ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;

ე.გ) სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება.

ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური:

ვ.ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება;

ვ.ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

ზ) ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური:

ზ.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება;

ზ.ბ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

თ) მუნიციპალური ინსპექციის სამსახური:

თ.ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება;

თ.გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.

ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური:

ი.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

ი.ბ) მონიტორინგის განყოფილება.“;

ბ) 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით, მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

4. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება, მერიის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.“;

გ) 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერიაში  მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის წარმდგენი მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის ან/და ერთ-ერთი მოხელის და მერის მოადგილის (შესაბამისი დარგის კურატორი მერის მოადგილის) მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს. საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტები ასევე ვიზირებული უნდა იქნეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური