დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016040 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა. კომიტეტის ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.“. 2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“. 3. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
30 სექტემბერი 2026 წ. ქ. თბილისი N16-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები