დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016760 |
|
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.06.2022, №010250020.35.123.016626), კერძოდ, დადგენილების მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 55 2, 55 5, 55 6, 64 2, 77 1 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 103 2, 107 4 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, 8 2, 8 3, მე-12, მე-13, მე-14, მე-16 ნაწილებით, 134 1, 135-ე, 135 1, 146 1, 148-ე, 150-ე, 150 1, 151-ე, 151 2, 152-ე, 152 2, 152 4, 152 5, 152 6, 152 7, 152 8, 152 9 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4, 156 2, 156 4 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 159 1 მუხლებით, 166 2 მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლითა (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები