„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016242
203
29/09/2026
ვებგვერდი, 30/09/2026
130000000.63.075.016242
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №203

2026 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ) სრული ზოგადი განათლება და დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს ან გაიაროს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.“;

ბ) 4​1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 29 სექტემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსითამაზ ბორაშვილი