დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/7484-24 | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/7484-24 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 21/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
საქმე №2/7484-24/330211924008971925
2026 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი
სხდომის მდივანი მარეხ ბაკაშვილი
განმცხადებელი – გარდაბანი ჰოლდინგს ფიფი ბი. ვი.
წარმომადგენელი – სოფიო კოკაია
დაინტერესებული პირები – სს „ხაშურის მინის ტარის“ (ს/ნ: 243855734) 4.14803%-ის მფლობელი აქციონერები
მოთხოვნა – სს „ხაშურის მინის ტარის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გარდაბანი ჰოლდინგს ფიფი ბი. ვი.-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს „ხაშურის მინის ტარის“ (ს/ნ: 243855734) 95.85197% აქციების მფლობელ გარდაბანი ჰოლდინგს ფიფი ბი. ვი.-ს (რეგისტრაციის N66004896) (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ხაშურის მინის ტარის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (4.14803%-ის მფლობელი აქციონერებისგან).
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 0.41 (ნული ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 საათი.
5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები