„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.026020
470
28/09/2026
ვებგვერდი, 30/09/2026
010240030.10.003.026020
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2026 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2022, 010240030.10.003.023404) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა ხუციშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) გიორგი მაისურაძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მიხეილ ადეიშვილი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე − საბჭოს წევრი;

დ) დავით მოლოდინი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ე) დათო გაბლიშვილი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;

ვ) დავით ლაშხია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო  და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;

ზ) შორენა გვენეტაძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;

თ) შოთა კომლაძე − ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე