„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016863
40
29/09/2026
ვებგვერდი, 30/09/2026
010250020.35.137.016863
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2026 წლის 29 სექტემბერი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 22/04/2015, 010250020.35.137.016173) კერძოდ:

ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მწვანე ნარგავების მოვლის პროცესს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. დაბა აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს  ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აბასთუმნის განვითარების სააგენტო“ ამ წესის შესაბამისად.“.

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„5. კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს შესაბამისი მესაკუთრე.

6. კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარის ტოტების მუნიციპალურ გზაზე, ქუჩაზე, ტროტუარზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში გადმოწევა იმგვარად, რომ აღნიშნული აფერხებდეს სატრანსპორტო ან ქვეითთა გადაადგილებას, ზღუდავდეს ხილვადობას, ქმნიდეს საფრთხეს ან აზიანებდეს მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გარე განათების სადენებსა და სანათებს დაუშვებელია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს დათვალიერების აქტს და მესაკუთრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხე-მცენარის ტოტების გასხვლისა და ტერიტორიის მოწესრიგებისათვის.

8. მესაკუთრის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი