„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.017735
1254
28/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
170040000.22.027.017735
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1254

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი: 170040000.22.027.014413) დამტკიცებული ინსტრუქციის 21 მუხლის 21–23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება 7 წევრისგან, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისაგან. გამგეობის წევრებისგან თითო წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მოქმედი ნოტარიუსებისგან, აგრეთვე, თითო წევრი – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) და 3 წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტში მითითებული ტერიტორიული ერთეულიდან/ერთეულებიდან არ დასახელდება ან არ აირჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობის კანდიდატი/კანდიდატები, გამგეობის შესაბამისი წევრის/წევრების არჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებისთვის გადაიდება.

23. ამ მუხლის 21 პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ერთეულში/ერთეულებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა, თუ ამით ირღვევა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი. პირს ასევე შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის ან ნოტარიუსის უფლებამოსილების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის 2​​1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ამ ბრძანების ამოქმედების მომენტში მოქმედი გამგეობის წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების შესაბამისად, ავტომატურად გაგრძელდეს ახალი შემადგენლობის არჩევამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია