„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026012
462
28/09/2026
ვებგვერდი, 30/09/2026
300160070.10.003.026012
„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №462

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2026, 300160070.10.003.025790) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებზე, გავრცელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება. აგრეთვე, ასეთ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენისას ან სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების კორექტირებების ან/და საექსპერტო შეფასების დროს გამოყენებულ იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში მოცემული დანარიცხები და მათი დარიცხვის წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ხდება ახალი ერთეულის ფასის განსაზღვრა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ახალი ერთეულის ფასის განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული ახალი ერთეულის ფასი მცირდება სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და ელექტრონული ტენდერის შედეგად დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმების“:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობაში საწყობისა და მომარაგების ხარჯების პროცენტი მასალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას (მასალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შედგება მასალის ფასისა და აღნიშნული მასალის ობიექტის საწყობამდე ტრანსპორტირების ხარჯების დაჯამებით და ხარჯთაღრიცხვაში ჯამური ღირებულება მოცემული უნდა იყოს ერთ გრაფაში, მასალის სვეტის ნაწილში. მასალის ტრანსპორტირების ხარჯი დგინდება ცალკე, „საავტომობილო გადაზიდვის ფასების“ შესაბამისი კლასებისა და კოეფიციენტების მიხედვით და მასალის ღირებულებას ემატება „საწყობისა და მომარაგების ხარჯების“ დარიცხვამდე) ერიცხება: სამშენებლო, სანიტარიულ-ტექნიკურ, ელექტრო-ტექნიკურ მასალებზე, ნაკეთობებსა და კონსტრუქციებზე – 2%-ის ოდენობით, მოწყობილობა-დანადგარებზე – 1,2% და ლითონის კონსტრუქციებზე – 0,75% (კრებული მშენებლობაში ზედნადები ხარჯების ნორმების შესახებ – 1983).“;

ბ) შენიშვნის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. შემსყიდველის საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის ღირებულების დადგენისას ლაბორატორიული კვლევებისა და მასალების გამოცდის ხარჯების პროცენტი ინდივიდუალური პროექტისათვის განისაზღვრება 2%-ით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, ამ შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დამოუკიდებლად. ლაბორატორიული კვლევებისა და მასალების გამოცდის ხარჯების გადახდა უნდა განხორციელდეს ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული ლაბორატორიული კვლევებისა და მასალების გამოცდის ხარჯების პროცენტის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე