სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1871-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016856
1871-VIმს-XIმპ
29/09/2026
ვებგვერდი, 30/09/2026
010230000.09.001.016856
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 431 000  ლარით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

29 სექტემბერი 2026 წ.

N1871-VIმს-XIმპ