მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.016873
45/2026
28/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
010250000.15.008.016873
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2026

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საკრებულოს წევრობის ორი კანდიდატი მონაწილეობს, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 2
იმ საარჩევნო უბანში, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ საკრებულოს წევრობის ერთი კანდიდატი მონაწილეობს, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით დადგენილი წესების შესრულების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ დადგენილების პირველ და მე-2 მუხლებში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი