დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-49. 4926268001 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.122.016045 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-49. 4926268001 2026 წლის 25 სექტემბერი ქ. წყალტუბო |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მე-6 ქუჩის მიმდებარედ (დასავლეთით) არსებულ უსახელო ჩიხს ეწოდოს მე-6 ქუჩის მესამე ჩიხი. 2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. 3. შემდგომი რეაგირების მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში. 4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები