„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.017036
79
28/09/2026
ვებგვერდი, 29/09/2026
010250020.35.160.017036
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №79

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №20 დადგენილების (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 07/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016456) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
 
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი1“ ქვეპუნქტი:
 
„ი1) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  დამეგობრებულ ქალაქებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და ოფიციალურ სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრირება;“.
 
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ1“ ქვეპუნქტი:
 
„თ1) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლობებთან, დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის, საელჩოების წარმომადგენლებთან, აგრეთვე სხვა სტუმრებთან  შეხვედრების ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სტუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, რაც მოიცავს  შეხვედრების დაგეგმვას, მხარეებთან შეთანხმებას, შეხვედრის ჩატარების ადგილისა და დროის განსაზღვრას, ასევე სხვა აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას.“
 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი