ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მეფე ლუარსაბ I-ის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მეფე ლუარსაბ I-ის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მეფე ლუარსაბ I-ის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მეფე ლუარსაბ I-ის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 490
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017098
490
18/09/2026
ვებგვერდი, 29/09/2026
000000000.00.101.017098
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მეფე ლუარსაბ I-ის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მეფე ლუარსაბ I-ის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №490

 2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მეფე ლუარსაბ I-ის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მეფე ლუარსაბ I-ის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. კრწანისის რაიონში, მეფე ლუარსაბ I-ის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს მეფე ლუარსაბ I-ის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3.  განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე   ზურაბ აბაშიძე