ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ევგენი გეგეჭკორის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ევგენი გეგეჭკორის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017097
489
18/09/2026
ვებგვერდი, 29/09/2026
000000000.00.101.017097
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ევგენი გეგეჭკორის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №489 

2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ევგენი გეგეჭკორის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. კრწანისის რაიონში, ევგენი გეგეჭკორის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს და გასასვლელს მიენიჭოს ევგენი გეგეჭკორის I ჩიხის და ევგენი გეგეჭკორის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3.  განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე      ზურაბ აბაშიძე