ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ზაზა ლორიას სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 486
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017094
486
18/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
000000000.00.101.017094
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ზაზა ლორიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №486

 2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის – ზაზა ლორიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის I შესახვევს და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს მიენიჭოს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის – ზაზა ლორიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 სექტემბრის №476 განკარგულება.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე