დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.135.016364 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016313) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556 და 771 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1072–1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1252–1254 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე–1355, 145-ე, 1461, 148-ე და 150-ე–1503, 151-ე, 152-ე მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1562, 1564, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 17314 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით; აგრეთვე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“ ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი „მუხლი 11 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.“ გ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1). დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები