საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.105.016001
1
25/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
010020000.22.105.016001
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №1

2026 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემბლემა (დანართი №1), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №2);

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ემბლემები (დანართი №3), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №4);

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №5);

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №6);

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №7);

ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №8).

 

მუხლი 2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 6 მაისის №10/ნ ბრძანება და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 23 სექტემბრის №16 ბრძანება.

 

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 18 სექტემბრიდან.

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე