„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016780
41
30/09/2026
ვებგვერდი, 01/10/2026
010250050.35.132.016780
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

                                                           

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2026 წლის 30 სექტემბერი 

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს „ე.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე1“ და „ე.ე2“ ქვეპუნქტები:

  „ე.ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს;

  ე.ე2) ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.თ“, „ე.კ“ და „ე.ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე