დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის - ზღვრის განსაზღვრის თაობაზე

დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის - ზღვრის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 25/09/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016037
35/ნ
25/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
220050000.66.078.016037
დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის - ზღვრის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
 

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება  №35/ნ

2026 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობად განისაზღვროს 100 000 (ასი ათასი) ლარი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობის – ზღვრის განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2025 წლის 22 სექტემბრის 33/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/09/2025; ს/კ: 220050000.66.078.016035).

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა