,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 16/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.010.185
  • Word
540
10/04/2007
სსმ, 52, 16/04/2007
280.120.000.22.034.010.185
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.010.185

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 540

2007 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2  თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2   თებერვლის №116 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006 წ., №14,  მუხ. 180) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.   ბრძანება ძალაში შევიდეს 2007 წლის 1 მარტიდან.

ი. მერაბიშვილი

ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს III განყოფილების გარდა)

თანამდებობა

დანამატი         (ლარი)

დეპარტამენტის დირექტორი

100

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

100

მთავარი სამმართველოს უფროსი

100

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

100

სამმართველოს უფროსი

100

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

100

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

100

განყოფილების უფროსის მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  ინსპექტორი

100

ქვეგანყოფილების უფროსი

100

უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი

100

ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი

100

უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი

100