დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018910 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1356-Vმს-XIმპ; 04/02/2026) მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017847) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართოს წინადადებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე გამწესების წესი 1. ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 2. ობსერვატორიის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. ობსერვატორიის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ობსერვატორიის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე; ბ) მინისტრისთვის წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი იმ განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, რომელიც შეუძლებელს ხდის ობსერვატორიის დირექტორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) გარდაცვალების/უგზო-უკვლოდ დაკარგვის საფუძველზე; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლით. 5. მინისტრი უფლებამოსილია, ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დანიშვნამდე, დანიშნოს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები