,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №012 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016227
032
24/09/2026
ვებგვერდი, 25/09/2026
110060000.70.082.016227
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №012 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №032

2026 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №012 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 27 ივნისის №012 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016140) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე