დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 4 მარტის №008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 029 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 24/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.70.082.016224 |
029
24/09/2026
ვებგვერდი, 25/09/2026
110060000.70.082.016224
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 4 მარტის №008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 4 მარტის №008 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016080) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები