„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 24/09/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016420
214
24/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
310050000.54.066.016420
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №214

2026 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 44.  დაღლილობის კონტროლი

1. საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟების წევრების დაღლილობის კონტროლის მიზნით სააგენტო ადგენს სამუშაო დროის, საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და დასვენების დროის ნორმებს.

2. დაღლილობასთან დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამუშაო დროის, საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და დასვენების დროის ისეთი ნორმები, რომლებიც შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს დაღლილობის კონტროლის შესახებ.

შენიშვნა: დაღლილობის კონტროლთან დაკავშირებული ნორმატიული წესების დაცვა ექსპლუატანტს არ ათავისუფლებს საკუთარი რისკების ფაქტორების (დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების ფაქტორების ჩათვლით) მართვის ვალდებულებისაგან, ექსპლუატანტთან არსებული უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) გამოყენებით ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ყველა მისი საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრების საფრენოსნო, საფრენოსნო-სასამსახურო, სასამსახურო და დასვენების დროების აღრიცხვა სააგენტოს მიერ განსაზღვრული პერიოდისათვის.

შენიშვნა: დაღლილობის კონტროლის წესების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებული ინსტრუქცია მოცემულია დაღლილობის კონტროლის მექანიზმების ზედამხედველობის სახელმძღვანელოში (Doc 9966).“.

2. წესის №2 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაღლილობის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია და პოლიტიკა, რომელიც მოიცავს საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და სასამსახურო დროის მარეგულირებელ წესებს, აგრეთვე საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟების წევრთა დასვენების პერიოდებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.“.

3. ამოღებულ იქნეს წესის №7 დანართი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი