„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016214
019
24/09/2026
ვებგვერდი, 25/09/2026
110060000.70.082.016214
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №019

2026 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,    ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016062) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს საგამოძიებო ნაწილის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე