„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016211
016
24/09/2026
ვებგვერდი, 25/09/2026
110060020.70.082.016211
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №016

2026 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №013 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016025) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე, გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს, გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამოქმედო ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების შეფასების, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე