„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016208
013
24/09/2026
ვებგვერდი, 25/09/2026
110060020.70.082.016208
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №013

2026 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №014 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016026) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე  შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამოქმედო ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების შეფასების, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე