დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2109-26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016874 |
ოქმი
საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ |
საქართველო და ნაოეროს რესპუბლიკა, სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საერთო ინტერესის სხვა სფეროებში, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ კი, სუვერენული თანასწორობით, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებითა და თანამშრომლობით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობით, საზღვრების ურღვეობითა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობით, შეთანხმდნენ, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2026 წლის 21 სექტემბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები