დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 461 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.026011 |
|
| მუხლი 1 |
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი - ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები
|
რეგულირების საგანი
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება საქმიანობებს, რომლებიც „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 3.1 პუნქტით არის განსაზღვრული, კერძოდ: საქმიანობა 3.1.1 – ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას ან სხვა ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღეღამეში 50 ტონას აღემატება; საქმიანობა 3.1.2 – კირის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება; საქმიანობა 3.1.3 – მაგნიუმის ოქსიდის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება. ზემოაღნიშნული 3.1.3 საქმიანობასთან დაკავშირებით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება მხოლოდ MgO-ის წარმოებას მშრალი მეთოდით, ბუნებრივად მოპოვებული მაგნეზიტის საფუძველზე (მაგნიუმის კარბონატი – MgCO3). კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები მოიცავს მხოლოდ შემდეგს: – ცემენტის, კირის და მშრალი მეთოდით მაგნიუმის ოქსიდის წარმოება – ნედლეული – შენახვა და მომზადება – საწვავი – შენახვა და მომზადება – ნარჩენების გამოყენება ნედლეულად და/ან საწვავად – მოთხოვნები ხარისხის მიმართ, კონტროლი და მომზადება – პროდუქტები – შენახვა და მომზადება – შეფუთვა და გაგზავნა. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები არ მოიცავს შემდეგ საქმიანობებს: – მაგნიუმის ოქსიდის წარმოება სველი მეთოდით, საწყის მასალად მაგნუმის ქლორიდის გამოყენებით, რომელიც მითითებულია დოკუმენტში „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ცნობარი არაორგანული ქიმიური ნივითიერებების – მყარი და სხვა მასალების (LVIC-S) – დიდი რაოდენობით წარმოებისთვის“; – ზედაბალი ნახშირბადოვანი დოლიმის წარმოება (ანუ კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდების ნარევი, რომელიც დოლომიტის თითქმის სრული დეკარბონაციით მიიღება (CaCO3.MgCO3). პროდუქტში ნარჩენი CO2-ის შემცველობა 0,25%-ზე ნაკლებია, ხოლო მოცულობითი სიმკვრივე 3,05 გ/სმ3-ზე გაცილებით ნაკლებია. – შახტის ტიპის ღუმლები ცემენტის კლინკერის წარმოებისთვის – საქმიანობები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ძირითად საქმიანობასთან, მაგალითად, როგორიცაა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა საცნობარო დოკუმენტები, რომლებიც აქტუალურია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში ჩამოთვლილ და აღწერილ ტექნიკებს არც ინსტრუქციის დანიშნულება აქვს და არც ამომწურავი არის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკები, რომლებიც, სულ მცირე, გარემოს მდგომარეობის თანაბარ დონეს უზრუნველყოფს. სადაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმოებს. სადაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება ენერგოეფექტურობის საკითხებს, ის არ ეწინააღმდეგება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის[1] მოთხოვნებს. გამოყენებული ტერმინები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები:
გარკვეული სახის პროდუქტების განმარტება
ჰაერის ზოგიერთი დამაბინძურებლის განმარტება
შემოკლებები
ზოგადი დებულებები გასაშუალოების პერიოდები და სტანდარტული პირობები ატმოსფერული ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs), გამოისახება სტანდარტული პირობებისთვის: მშრალი აირი 273 K ტემპერატურაზე, ხოლო წნევა 1 013 ჰპა. კონცენტრაციებით გამოსახული მნიშვნელობები გამოიყენება შემდეგი სტანდარტული პირობებისთვის:
გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
ჟანგბადის სტანდარტულ კონცენტრაციად გარდაქმნა ქვემოთ მოცემულია ჟანგბადის სტანდარტული მნიშვნელობის დონეზე ემისიების კონცენტრაციის გამოთვლის ფორმულა:
სადაც: ER (მგ/ნმ3): ემისიების კონცენტრაცის, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის სტანდარტულ დონესთან OR OR (მოც. %): ჟანგბადის სტანდარტული დონე EM (მგ/ნმ3): ემისიების კონცენტრაცია, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის გაზომილ დონესთან OM OM (მოც. %): ჟანგბადის გაზომილი დონე
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნები 1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგადი დასკვნები ამ განყოფილებაში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) მიესადაგება ყველა დანადგარს, რომელზეც ვრცელდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები (ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები კონკრეტული პროცესებისთვის, რომლებიც 1.2 – 1.4 განყოფილებებშია ჩართული, ამ განყოფილებაში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგად დასკვნებთან ერთად გამოიყენება. 1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS) BAT 1. საერთო გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, BAT უნდა დაინერგოს და განხორციელდეს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების (EMS) გათვალისწინებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი:
საქმიანობის ეფექტურობის შემოწმება და მაკორექტირებელი ზომების მიღება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
გამოყენებადობა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფარგლები (მაგ., დეტალების დონე) და ბუნება (მაგ., სტანდარტიზებული და არასტანდარტიზებული) ძირითადად დაკავშირებული იქნება დანადგარის სახეობასთან, მასშტაბთან და სირთულესთან და გარემოზე ზემოქმედების დიაპაზონთან, რომელიც მას შეუძლია გამოიწვიოს. 1.1.2. ხმაური BAT 2. ცემენტის, კირისა და მანგანუმის ოქსიდის წარმოების პროცესში ხმაურის ემისიების შემცირების/მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკების ერთობლიობის გამოყენებას:
1.2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ცემენტის წარმოებისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცემენტის წარმოებაში არსებული ყველა დანადგარისთვის. 1.2.1. ზოგადი პირველადი ტექნიკა BAT 3. ღუმელიდან ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ღუმელში პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სტაბილურად, და იმუშავოს პროცესისთვის დადგენილი პარამეტრების ფარგლებში შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
BAT 4. ემისიების პრევენციის და/ან შემცირების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს ღუმელში შემავალი ყველა ნივთიერების გულდასმით შერჩევა და კონტროლი. აღწერა ღუმელში ჩასატვირთი ნივთიერებების ფრთხილი შერჩევითა და კონტროლით შესაძლებელია ემისიების შემცირება. ნივთიერებათა ქიმიური შემადგენლობა და მათი ღუმელში ჩატვირთვის გზები არის ის ფაქტორები, რომლებიც შერჩევის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული. პრობლემურ ნივთიერებებად მიჩნეული უნდა იქნეს BAT 11-ში და BAT 24 – 28-ში მითითებული ნივთიერებები. 1.2.2. მონიტორინგი BAT 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ტექნოლოგიური პარამეტრებისა და ემისიების რეგულარულ მონიტორინგსა და გაზომვებს, ასევე, ემისიების მონიტორინგს EN-ის სტანდარტების შესაბამისად, ან თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იქნეს ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
აღწერა BAT 5(f)-ში მითითებული უწყვეტი ან პერიოდული გაზომვების შერჩევა ემისიის წყაროზე და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპზე არის დამოკიდებული. 1.2.3. ენერგომოხმარება და პროცესის შერჩევა 1.2.3.1. პროცესის შერჩევა BAT 6. ენერგომოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს მშრალი მეთოდის გამოწვის ღუმელს მრავალსაფეხურიანი წინასწარი გაცხელებით და პრეკალცინაციით. აღწერა ამ ტიპის ღუმლის სიტემაში გამაგრილებლიდან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი და აღდგენილი სითბო, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნედლეულის წინასწარი გაცხელებისა და კალცინირებისთვის, რაც ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან დაზოგვას უზრუნველყოფს. გამოყენებადობა გამოიყენება ახალ დანადგარებში და ძირითადი მოდერნიზების შემდეგ ნედლეულში ტენის შემცველობის გათვალისწინებით. BAT-თან დაკავშირებული ენერგომოხმარების დონეები იხ. ცხრილი 1. ცხრილი 1 BAT-თან დაკავშირებული ენერგომოხმარების დონეები ახალ დანადგარებში და ძირითადი მოდერნიზების შემდეგ, მშრალი მეთოდის ღუმლის (ღუმლის) გამოყენებით, მრავალსაფეხურიანი წინასწარი გაცხელებით და პრეკალცინაციით
(1) დონეები არ ეხება დანადგარებს, რომლებიც აწარმოებს სპეციალურ ცემენტს ან თეთრი ცემენტის კლინკერს, რომელსაც პროდუქტის მახასიათებლების გამო პროცესის მნიშვნელოვნად მაღალი ტემპერატურა სჭირდება. (2) ნორმალური (დანადგარის ჩართვისა და გამორთვის გარდა) და ოპტიმიზირებული ექსპლუატაციის პირობებში. (3) ენერგიის მოთხოვნაზე ზეგავლენას ახდენს წარმოების სიმძლავრე: უფრო მაღალი წარმოების სიმძლავრის დროს ხდება ენერგიის დაზოგვა, ხოლო წარმოების უფრო დაბალი სიმძლავრე მეტ ენერგიას მოითხოვს, ენერგიის მოხმარება ასევე დამოკიდებულია ციკლონური წინასწარი გამაცხელებლის ეტაპებზე: ციკლონური გამაცხელებლის ეტაპების მეტი რაოდენობის დროს ნაკლებია ენერგიის მოთხოვნა ღუმლის პროცესებში. ციკლონური გამაცხელებლის ეტაპების შესაბამისი რაოდენობა ძირითადად ნედლეულში ტენის შემცველობაზე არის დამოკიდებული. 1.2.3.2. ენერგომოხმარება BAT 7. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების/მინიმიზების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კომბინირებულად იყენებს შემდეგ ტექნიკას:
აღწერა ღუმლის თანამედროვე სისტემების ენერგომოხმარებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა, ნედლეულის მახასიათებლები (მაგ., ტენიანობა, წვისუნარიანობა), საწვავის გამოყენება სხვადასხვა თვისებებით, ასევე, აირის შემოვლითი სისტემის გამოყენება. გარდა ამისა, ღუმლის წარმადობა გავლენას ახდენს ენერგიის მოთხოვნილებაზე. ტექნიკა 7გ: წინასწარი გახურებისთვის ციკლონის ეტაპების შესაბამისი რაოდენობა განისაზღვრება ნედლეულისა და საწვავის გამტარუნარიანობითა და ტენიანობით, რომლებიც უნდა გაშრეს ნარჩენი აირის სითბოს გამოყენებით, რადგან ადგილობრივი ნედლეული მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ტენიანობის ან წვისუნარიანობის მიხედვით. ტექნიკა 7დ: ჩვეულებრივი და ნარჩენი საწვავი შეიძლება გამოყენებულ იქნeს ცემენტის წარმოებაში. გამოყენებული საწვავის მახასიათებლები, როგორიცაა, ადეკვატური თერმული ღირებულება და დაბალი ტენიანობა, დადებით გავლენას ახდენს ღუმლის ენერგიის სპეციფიკურ მოხმარებაზე. ტექნიკა 7ვ: ცხელი ნედლეულისა და აირის ამოღება იწვევს მეტი ხვედრითი ენერგიის მოხმარებას, რომელიც დაახლოებით 6 – 12 მჯ/ტ კლინკერის ტოლია ღუმლის შესასვლელზე ამოღებული აირის პროცენტული პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, აირის შემოვლითი (ბაიპასური) არხის გამოყენების მინიმიზირება ენერგომოხმარებაზე დადებით ზემოქმედებას ახდენს. BAT 8. პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს კლინკერის შემცველობის შემცირებას ცემენტში და ცემენტის პროდუქტებში. აღწერა ცემენტში და ცემენტის პროდუქტებში კლინკერის შემცველობის შემცირების მიღწევა დაქუცმაცების სტადიაზე არის შესაძლებელი, შემავსებლების და/ან დანამატების შეტანით, როგორიცაა, ბრძმედის ღუმლის წიდა, კირქვა, აქროლადი ნაცარი და პოცოლანა – ცემენტის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით. გამოყენებადობა ზოგადად გამოყენებადია ცემენტის წარმოებაში, (ადგილზე) შემავსებლების და/ან დანამატების არსებობისა და ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლების გათვალისწინებით. BAT 9. ენერგიის პირველადი მოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს კოგენერაციულ / კომბინირებულ სითბოს და ელექტროსადგურებს. აღწერა ორთქლისა და ელექტროენერგიის ან კომბინირებული სითბოს და ელექტროსადგურების წარმოებისთვის, თანაგენერაციული დანადგარების გამოყენება შესაძლებელია ცემენტის მრეწველობაში ნარჩენი სითბოს აღდგენით კლინკერის გამაგრილებელიდან ან ღუმლის გამონაბოლქვი აირებიდან, ჩვეულებრივი ორთქლის ციკლის პროცესების ან სხვა ტექნიკის გამოყენებით. ამასთანავე, ჭარბი სითბოს აღდგენა შესაძლებელია კლინკერის გამაგრილებლის ან ღუმლის გამონაბოლქვი აირებისგან ცენტრალური გათბობისთვის ან სამრეწველო გამოყენებისთვის. გამოყენებადობა ეს ტექნიკა გამოყენებადია ცემენტის ყველა ღუმლისთვის, თუ ხელმისაწვდომია: საკმარისი ჭარბი სითბო; შესაძლებელია პროცესის სათანადო პარამეტრების დაკმაყოფილება; და უზრუნველყოფილია ეკონომიკური მიზანშეწონილობა. BAT 10. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების / მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
1.2.4. ნარჩენების გამოყენება 1.2.4.1. ნარჩენების ხარისხის კონტროლი BAT 11. ცემენტის ღუმელში საწვავად და/ან ნედლეულად გამოსაყენებელი ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველყოფის და ემისიების შესამცირებლად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
აღწერა სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მასალებით შეიძლება პირველადი ნედლეულის და/ან წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება ცემენტის წარმოებაში, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. 1.2.4.2. ნარჩენების ჩატვირთვა ღუმელში BAT 12. ღუმელში საწვავად და/ან ნედლეულად გამოყენებული ნარჩენების სათანადო დამუშავების უზრუნველსაყოფად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
1.2.4.3. სახიფათო ნარჩენების გამოყენების უსაფრთხოების მენეჯმენტი BAT 13. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უსაფრთხოების მენეჯმენტის გამოყენებას სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავების და ჩატვირთვის პროცესებში, მაგალითად, რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით, გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების წყაროსა და ტიპის, მარკირების, შემოწმების, ნიმუშების აღების და ტესტირების დროს. 1.2.5. მტვრის ემისია 1.2.5.1. დიფუზიური ემისიები BAT 14. მტვრიანი ოპერაციებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
BAT 15. ფხვიერი მასალების საცავებიდან მტვრის დიფუზიური ემისიის მინიმიზირების / პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
1.2.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს ამ განყოფილებაში განხილულია მტვრიანი ოპერაციების დროს წარმოშობილი მტვრის ემისიები (გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა), რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული. იგი მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა: ნედლეულის დაქუცმაცება; ნედლეულის კონვეირი და ელევატორები; ნედლეულის, კლინკერისა და ცემენტის შენახვა; საწვავის შენახვა და ცემენტის დანიშნულების ადგილზე გაგზავნა. BAT 16. ორგანიზებული მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფილტრების მახასიათებლებს, რომლებიც მტვრიან ოპერაციებში გამოიყენება, გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა, რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული. მართვის ასეთი სისტემის ფარგლებში BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის მეშვეობით. აღწერა მტვრიანი ოპერაციებისთვის, აირჰაერმტვერნარევის მშრალი გაწმენდა ხდება სახელოიანი ფილტრის გამოყენებით. სახელოიანი ფილტრების აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრიანი ოპერაციებიდან წარმოქმნილი ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის (გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა, რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10 მგ/ნმ3, როგორც სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (წერტილოვანი გაზომვა, არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა, რომელიც ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემას ეფუძნება ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით (იხ. აგრეთვე BAT 5). 1.2.5.3. ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოქმნილი მტვრის ემისიები BAT 17. ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოშობილი აირჰაერმტვერნარევის შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის გამოყენებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის პროცესებიდან წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) < 10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო დღიური მაჩვენებელი. უფრო დაბალი დონე მიიღწევა სახელოიანი ფილტრების ან ახალი ან მოდერნიზებული ელექტროფილტრების გამოყენებით. 1.2.5.4 გაგრილების და დაფქვის პროცესების დროს წარმოშობილი მტვრის ემისიები BAT 18. გაგრილებისა და დაფქვის პროცესების დროს გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევიდან მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის გამოყენებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები გაგრილების და დაფქვის პროცესებიდან წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი ან როგორც ნიმუშების აღების სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი. უფრო დაბალი დონე მიიღწევა სახელოიანი ფილტრების ან ახალი ან მოდერნიზებული ელექტროფილტრების გამოყენებისას. 1.2.6. აირადი ნაერთები 1.2.6.1. NOx-ის ემისიები BAT 19. ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ან კომბინირებული ტექნიკის გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 2. ცხრილი 2 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიებისთვის ცემენტის წარმოებაში
BAT 20. შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებისას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მიზანია მიღწეულ NOx-ის ეფექტური შემცირება, და ამავდროულად ამიაკის მაქსიმალურად ნელა გადაადგილების შენარჩუნება შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
გამოყენებადობა შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR) ზოგადად გამოყენებადია ცემენტის გამოწვის მბრუნავ ღუმელებში. შეფრქვევის ზონები იცვლება ღუმლის პროცესების შესაბამისად. ხანგრძლივი სველი და ხანგრძლივი მშრალი პროცესების ღუმელებში შეიძლება რთული იყოს სწორი ტემპერატურის მიღწევა და მისი სასურველი დროით შენარჩუნება. იხ. აგრეთვე BAT 19. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 3. ცხრილი 3 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები აირჰაერმტვერნარევში NH3-ის მოძრაობისას, შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებისას
1.2.6.2. SOx -ის ემისიები BAT 21. ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიები შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის გამოყენებას:
აღწერა ნედლეულიდან და საწვავის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია SOx-ის ემისიების დაბალ დონეზე შენარჩუნება, რომელსაც შემცირების ტექნიკის გამოყენება არ სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში ძირითადი ტექნიკები და/ან შემცირების ტექნიკები, როგორიცაა აბსორბენტის დამატება ან სველი სკრუბერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს SOx-ის ემისიების შესამცირებლად. სველი სკრუბერები უკვე ფუნქციონირებს დანადგარებში, რომელთა საწყისი შეუმცირებელი SOx-ის დონეები 800-1000 მგ/ნმ3-ს აღემატება. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 4. ცხრილი 4 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიებისთვის ცემენტის წარმოებაში
BAT 22. ღუმლიდან SO2-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ნედლეულის დაფქვის პროცესების ოპტიმიზაციას.
აღწერა ეს ტექნიკა ითვალისწინებს ნედლეულის დაფქვის/დაქუცმაცების პროცესის ისეთ ოპტიმიზაციას, რომლის შედეგადაც ნედლეულის წისქვილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღუმელში SO2-ის ემისიების შესამცირებლად. ამის მიღწევა შესაძლებელია ისეთი ფაქტორების კორექტირებით, როგორიცაა: – ნედლეულის ტენიანობა; – საფქვავის ტემპერატურა; – საფქვავში გაჩერების დრო; – დანაწევრებული მასალის ფრაქციის ზომები. გამოყენებადობა გამოყენებადია, თუ მშრალი დაფქვის პროცესი კომბინირებულ რეჟიმში გამოიყენება. 1.2.6.3. CO-ის ემისიები და CO-ის გაჟონვა 1.2.6.3.1. CO-ის გაჟონვის შემცირება BAT 23. CO-ის გაჟონვის სიხშირის მინიმუმამდე შემცირებისა და მათი ხანგრძლივობის ჯამური მაჩვენებლის წლიურად 30 წუთის ქვემოთ შენარჩუნების მიზნით – ელექტროფილტრების ან ჰიბრიდული ფილტრების გამოყენების დროს – BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის ერთობლივ გამოყენებას:
აღწერა უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის არსებობის გამო, ელექტროფილტრები უნდა გამოირთოს საკვამურ აირებში CO-ის დონის მატების შემთხვევაში. ქვემოთ მოცემული ტექნიკებით შესაძლებელია CO-ის გამოფრქვევის პრევენცია და, შესაბამისად, ელექტროფილტრის მოცდენის დროის შემცირება:
– წვის პროცესის კონტროლი; – ნედლეულის ორგანული შემადგენლობის კონტროლი; – საწვავის ხარისხისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი; შეფერხება ძირითადად ხდება დანადგარის გაშვების ეტაპზე. უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, ელექტროფილტრის დაცვის აეროანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული. საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკურის გასასვლელში, ან, სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში – ღუმლის შესასვლელთან. ჰიბრიდული ფილტრების გამოყენების დროს რეკომენდებულია ტომრის დამჭერი კარკასის დამიწება უჯრედული ფირფიტის მეშვეობით. 1.2.6.4. ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიები (TOC) BAT 24. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიების (TOC) დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად, BAT-ის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ღუმლის სისტემაში აქროლადი ორგანული შენაერთების (VOC) მაღალი შემცველობის მქონე ნედლეულის ჩატვირთვა ნედლეულის ჩატვირთვის არხის გავლით. 1.2.6.5. ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის ემისიები (HF) BAT 25. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ქლორწყალბადის ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) HCl-ის ემისიებისთვის არის <10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 26. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ფტორწყალბადის (HF) ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) HF-ის ემისიებისთვის არის <1 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). 1.2.7. პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების ემისიები (PCDD/F) BAT 27. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიების პრევენციის ან მათი დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიებისთვის არის <0,05 – 0,1 ნგ PCDD საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) / F I-TEQ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (6-8 საათი). 1.2.8. მეტალების ემისიები BAT 28. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან მეტალის ემისიების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 5. ცხრილი 5 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს საკვამური აირებიდან მეტალების ემისიებისთვის
1.2.9. პროცესის დანაკარგი/ნარჩენი BAT 29. ცემენტის წარმოების პროცესიდან მყარი ნარჩენების შემცირებისა და, ამავდროულად, ნედლეულის დაზოგვის მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
აღწერა შეგროვებული მტვერი შეიძლება ხელმეორედ იქნეს გამოყენებული საწარმოო პროცესებში, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. რეციკლირება შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ ღუმელში, ან ღუმლის ნედლეულში (ტუტე მეტალის შემცველობა შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს) ან ცემენტის მზა ნაწარმთან უშუალო შერევით. შეგროვებული მტვერის საწარმოო პროცესებში ხელახალი გამოყენებისას შეიძლება საჭირო იქნეს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურა. იმ მასალებისთვის, რომელთა გადამუშავება შესაძლებელი არ იქნება, შეიძლება გამოიძებნოს ალტერნატიული გამოყენება (მაგ., წვის აგრეგატებში დამატება აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციის მიზნით). 1.3. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ კირის წარმოებისთვის თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ამ განყოფილებაში მოცემული დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კირის წარმოების ყველა დანადგარში. 1.3.1. საერთო პირველადი ტექნიკა BAT 30. ღუმელიდან ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ღუმელში პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სტაბილურად, და იმუშაოს პროცესისთვის დადგენილი პარამეტრების ფარგლებში შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
გამოყენებადობა პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, ამა თუ იმ ხარისხით, კირის ყველა დანადგარს მიესადაგება. პროცესის სრული ავტომატიზაცია, როგორც წესი, ვერ იქნება მიღწეული არაკონტროლირებადი ცვლადების გამო, მაგალითად, კირქვის ხარისხის. BAT 31. ემისიების პრევენციის და/ან შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ღუმელში შესატანი ნედლეულის გულდასმით შერჩევასა და კონტროლს. აღწერა ატმოსფეროში ემისიებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღუმელში შემავალი ნედლეული, მინარევების შემცველობის გამო; შესაბამისად, ნედლეულის ფრთხილად შერჩევამ შეიძლება შეამციროს ეს ემისიები წყაროში. მაგალითად, კირქვაში/დოლომიტში გოგირდის და ქლორის შემცველობის ცვალებადობა გავლენას ახდენს საკვამურის აირში SO2 და HCl ემისიების დონეზე, ხოლო ორგანული ნივთიერებების არსებობა გავლენას ახდენს TOC და CO ემისიებზე. გამოყენებადობა გამოყენებადობა დამოკიდებულია დაბალი მინარევების შემცველობის მქონე (ადგილობრივი) ნედლეულის არსებობაზე. დამატებით შეზღუდვას შეიძლება წარმოადგენდეს საბოლოო პროდუქტის ტიპი და გამოყენებული ღუმლის ტიპი. 1.3.2. მონიტორინგი BAT 32. BAT ითვალისწინებს პროცესის პარამეტრებისა და ემისიების მონიტორინგისა და გაზომვების განხორციელებას რეგულარულ საფუძველზე და ემისიების მონიტორინგს EN-ის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ან, თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
აღწერა BAT 32(გ)-დან 32(ვ)-მდე პუნქტებში ნახსენები უწყვეტი ან პერიოდული გაზომვების შერჩევა დამოკიდებულია ემისიის წყაროზე და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპზე. მტვრის, NOx, SOx და CO-ის ემისიების პერიოდული გაზომვისთვის, მითითების სახით განიხილება დიაპაზონი თვეში ერთხელ – წელიწადში ერთხელ, ნორმალურ სამუშაო პირობებში. PCDD/F, TOC, HCl, HF და მეტალის ემისიების პერიოდული გაზომვისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ნადლეულისა და საწვავის შესაფერი სიხშირე. ენერგომოხმარება BAT 33. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების/მინიმიზირების მიზნით, BAT იყენებს შემდეგი ტექნიკის კომბინაციას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მოხმარების დონეები იხ. ცხრილი 6. ცხრილი 6 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი თერმული ენერგიის მოხმარების დონეები კირისა და დოლიმის წარმოებაში
BAT 34. ელექტროენერგიის მოხმარების მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
აღწერა – ტექნიკა (ბ) ვერტიკალურ ღუმლებში ჩვეულებრივ მხოლოდ უხეში კირქვის გრანულების წვა ხდება. თუმცა უფრო მაღალი ენერგომოხმარების როტარულ ღუმლებში შეიძლება უფრო წვრილი ფრაქციის გამოყენება, ხოლო ახალ ვერტიკალურ ღუმლებში შესაძლებელია 10 მმ ზომის წვრილი გრანულების წვა. უფრო მსხვილი გრანულები ვერტიკალურ ღუმლებში უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე გამოწვის მბრუნავ ღუმელებში.
1.3.3. კირქვის მოხმარება BAT 35. კირქვის მოხმარების მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
1.3.4. საწვავის შერჩევა BAT 36. ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ღუმელში ჩასატვირთი საწვავის გულდასმით შერჩევასა და კონტროლს. აღწერა ღუმელში ჩატვირთულმა საწვავმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ატმოსფერულ ჰაერში ემისიებზე მათში არსებული მინარევების გამო. გოგირდის (განსაკუთრებით გრძელ მბრუნავ ღუმელებში), აზოტისა და ქლორის შემცველობა ზემოქმედებას ახდენს აირჰაერმტვერნარევში SOx, NOx და HCl-ის ემისიებზე. საწვავის ქიმიური შემადგენლობის და გამოყენებული ღუმლის ტიპის გათვალისწინება ხელს უწყობს შესაბამისი საწვავის ან საწვავის ნარევის შერჩევას, რაც დადებითად მოქმედებს ემისიების შემცირებაზე. გამოყენებადობა ყველა ტიპის ღუმელი, საწვავის შერეული მიწოდების შახტური ღუმლების გარდა, შეიძლება მუშაობდეს ყველა ტიპის საწვავზე და საწვავთა ნარევზე, მათზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რაზედაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამ. საწვავის შერჩევა ასევე დამოკიდებულია საბოლოო პროდუქტის სასურველ ხარისხზე, შერჩეულ ღუმელში საწვავის ჩატვირთვის ტექნიკურ შესაძლებლობაზე და ეკონომიკურ ფაქტორებზე. 1.3.4. ნარჩენი საწვავის გამოყენება 1.3.4.1.1. ნარჩენის ხარისხის კონტროლი BAT 37. კირის ღუმელში საწვავად გამოსაყენებელი ნარჩენის მახასიათებლების უზრუნველსაყოფად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
1.3.4.1.2. ღუმელში ნარჩენების ჩატვირთვა BAT 38. ღუმელში ნარჩენი საწვავის გამოყენებით გამოწვეული ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
1.3.4.1.3. უსაფრთხოების მართვა სახიფათო ნარჩენების გამოყენებისას BAT 39. შემთხვევითი ემისიების თავიდან აცილების მიზნით, BAT ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავებისა და ღუმელში ჩატვირთვის უსაფრთხოების მართვის გამოყენებას. აღწერა სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავებისა და ღუმელში ჩატვირთვის უსაფრთხოების მართვის გამოყენება ითვალისწინებს რისკზე დაფუძნებულ მიდგომას, ნარჩენების წყაროსა და ტიპის გათვალისწინებით – დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების მარკირებისთვის, შემოწმებისთვის, ნიმუშების შერჩევისა და ტესტირებისთვის. 1.3.5. მტვრის ემისიები 1.3.5.1. მტვრის დიფუზიური ემისიები BAT 40. მტვრიანი ოპერაციების დროს დიფუზიური მტვრის მინიმიზირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
გამოყენებადობა ნედლეული მასალების მომზადების ოპერაციებში, როგორიცაა დაქუცმაცება და გაცრა, მტვრის სეპარირება ჩვეულებრივ საჭირო არ არის, ნედლეულში ტენის შემცველობის გამო. BAT 41. მტვრიანი ოპერაციების დროს ნაყარი/ფხვიერი მასალების საცავებში დიფუზიური მტვრის მინიმიზირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
3.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს, ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა BAT 42. მტვრიანი ოპერაციების დროს ორგანიზებული მტვრის ემისიების (ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას და ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომლებიც კონკრეტულად არის დაკავშირებული ფილტრების მახასიათებლებთან:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 7. ცხრილი 7 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრიანი ოპერაციებით გამოწვეული ემისიებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ღუმელში წვის პროცესებთან
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა (იხ. BAT 32).
1.3.5.3. მტვრის ემისიები ღუმელში წვის პროცესებიდან BAT 43. ღუმელში წვის ოპერაციების საკვამური აირებიდან მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს საკვამური აირების წმენდას ფილტრის გამოყენებით. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკა ან ტექნიკის კომბინაცია:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 8. ცხრილი 8 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრის ემისიებისთვის ღუმელში წვის პროცესების დროს
1.3.6. აირადი ნაერთები 1.3.6.1. აირადი ნაერთები ემისიების შემცირების პირველადი ტექნიკები BAT 44. ღუმელში წვის პროცესებიდან აირადი ნაერთების (მაგ., NOx, SOx, HCl, CO, TOC/VOC, აქროლადი მეტალები) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
BAT 45. ღუმელში წვის პროცესებიდან NOx ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 9. ცხრილი 9 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები NOx-ის ემისიებისთვის, რომელიც კირის წარმოებაში ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
BAT 46. შერჩევითი არაკატალიზური შემცირების (SNCR) გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მიზანია მიღწეულ იქნეს NOx-ის ეფექტური შემცირება, ხოლო ამონიუმის მოძრაობა რაც შეიძლება დაბალი იყოს, რისთვისაც გათვალისწინებულია შემდეგი ტექნიკა:
გამოყენებადობა გამოყენებადია მხოლოდ ლეპოლის მბრუნავ ღუმელებში, სადაც ხელმისაწვდომია იდეალური ტემპერატურის დიაპაზონი, ანუ 850 °C -დან 1 020 °C-მდე. იხ. აგრეთვე BAT 45, ტექნიკა (ბ). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები აირჰაერმტვერნარევიდან NH3-ის ემისიებისთვის არის <30 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განამვლობაში).
1.3.6.3. SOx-ის ემისიები BAT 47. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან SOx ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 10. ცხრილი 10 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები SOx -ის ემისიებისთვის, რომელიც კირის წარმოებაში ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
1.3.6.4. CO-ის ემისიები და CO-ის გამოჟონვა 1.3.6.4.1. CO-ის ემისიები BAT 48. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან CO ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ამ კონტექსტში იხ. აგრეთვე BAT 30 და 31 – განყოფილებაში 1.3.1, და BAT 32 – განყოფილებაში 1.3.2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 11. ცხრილი 11 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები CO-ის ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიშობა
1.3.6.4.2. CO-ის გამოფრქვევის შემცირება BAT 49. ელექტროფილტრის გამოყენებისას CO-ის გამოფრქვევის სიხშირის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
აღწერა უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის გამო, ელექტროფილტრები (ESPs) უნდა გამოირთოს საკვამურ აირებში CO-ის დონის ამაღლებისას. ქვემოთ მოცემული ტექნიკები ახდენს CO-ის გადაადგილების პრევენციას და, შესაბამისად, ამცირებს ელექტროფილტრის გაჩერების დროს: – წვის პროცესის კონტროლი – ნედლეულის ორგანული დატვირთვის კონტროლი – საწვავისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი. ხარვეზი ძირითადად თავს იჩენს ექსპლუატაციის დაწყების (დანადგარის გაშვების) ფაზაში. უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ელექტროფილტრების დაცვისთვის განკუთვნილი აირის ანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული. საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკურის გასასვლელში ან ღუმლის შესასვლელთან (სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში).
გამოყენებადობა ზოგადად გამოყენებადია როტარულ ღუმელებში, რომლებიც აღჭურვილია ელექტროფილტრებით (ESPs).
1.3.6.5. ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიები (TOC) BAT 50. ღუმელში წვის პროცესებიდან ორგანული ნახშირბადის ჯამური ემისიების (TOC) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
გამოყენებადობა ზოგადი ძირითადი ტენიკების გამოყენებადობისა და მონიტორინგის შესახებ იხ. BAT 30 და 31, განყოფილებაში 1.3.1, და BAT 32, განყოფილებაში 1.3.2. ტექნიკა (ბ) ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, ნედლეულის არსებობისა და/ან წარმოებული კირის ტიპის გათვალისწინებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 12. ცხრილი 12 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები TOC -ის ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
1.3.6.6. ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიები BAT 51. ღუმელში წვის პროცესებიდან ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული პირველადი ტექნიკის გამოყენებას:
გამოყენებადობა ეს ტექნიკები ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, მაგრამ გათავალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი საწვავის არსებობა ადგილობრივ დონეზე. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 13. ცხრილი 13 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
1.3.7. პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიები BAT 52. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიების პრევენციის ან მათი დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები არის < 0,05 – 0,1 ნგ PCDD/F I-TEQ/ნმ3, როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (6 – 8 საათი). 1.2.8. მეტალის ემისიები BAT 53. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან მეტალის ემისიების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 14. ცხრილი 14 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს მეტალის ემისიებისთვის, ნარჩენების გამოყენების დროს
გარდა ამისა, ამ კონტექსტში ასევე იხ. BAT 37 (პუნქტი 1.3.5.1.1) და BAT 38 (პუნქტი 1.3.5.1.2). 1.3.9. პროცესის დანაკარგები/ნარჩენი BAT 54. კირის წარმოების პროცესებში მყარი ნარჩენების შემცირებისა და ნედლეულის დაზოგვის მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
1.4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები მაგნიუმის ორჟანგის წარმოებისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნები შეიძლება გამოყენებული იქნეს მაგნიუმის ოქსიდის წარმოების ყველა დანადგარისთვის. 1.4.1. მონიტორინგი BAT 55. BAT ითვალისწინებს ტექნოლოგიური პარამეტრების და ემისიების მონიტორინგისა და გაზომვების რეგულარულ ჩატარებას EN-ის სტანდარტების შესაბამისად, ან თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებულ უნდა იქნეს ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
აღწერა BAT 55 (გ)-ში მითითებულ უწყვეტ და პერიოდულ გაზომვებს შორის არჩევანის გაკეთება ეფუძნება ემისიის წყაროებს და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპს. ღუმლის პროცესებიდან მომდინარე მტვრის, NOx-ის, SOx-ის და CO-ის ემისიების პერიოდული გაზომვის სიხშირის დიაპაზონია თვეში ერთხელ – წელიწადში ერთხელ, ხოლო ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დროს მითითებულია მაგალითის სახით. 1.4.2. ენერგიის მოხმარება BAT 56. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული მოხმარების დონეები BAT-თან დაკავშირებული თერმული ენერგიის მოხმარება არის 6 – 12 გჯ/ტ, პროცესისა და პროდუქტების გათვალისწინებით[32]. BAT 57. ელექტროენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
1.4.3. მტვრის ემისიები 1.4.3.1. დიფუზიური ემისიები BAT 58. მტვრიანი ოპერაციებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
1.4.3.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს, ღუმელში წვასთან დაკავშირებული პროცესების გარდა BAT 59. მტვრიანი ოპერაციების დროს ორგანიზებული მტვრის ემისიების (ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას და ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომლებიც კონკრეტულად არის დაკავშირებული ტექნიკის მახასიათებლებთან/რენტაბელობასთან:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრიანი ოპერაციებიდან წარმოქმნილი ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის (ღუმელში წვის პროცესების გარდა), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (წერტილოვანი გაზომვა, არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა, რომელიც ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემას ეფუძნება ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით (იხ. აგრეთვე BAT 55). 1.4.3.3. ღუმელში წვის პროცესებიდან მტვრის ემისიები BAT 60. ღუმელში წვის პროცესებიდან აირჰაერმტვერნარევის შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის წმენდას ფილტრის მეშვეობით, ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მტვრის ემისიებისთვის, რომლებიც ღუმელში წვის პროცესებიდან წარმოიქმნება, არის < 20 – 35 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში).
1.4.4. აირადი ნაერთები 1.4.4.1. ზოგადი პირველადი ტექნიკა აირადი ნაერთების ემისიების შესამცირებლად BAT 61. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან აირადი ნაერთების (ანუ. NOx, HCl, SOx, CO) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული პირველადი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
1.4.4.2. NOx-ის ემისიები BAT 62. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიებისთვის არის < 500 – 1 500 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდში (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში), რომელიც გამოისახება, როგორც NO2. უფრო დიდი მნიშვნელობები დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურასთან DBM-ის პროცესში.
1.4.4.3. CO-ის ემისიები და CO-ის გამოჟონვა 1.4.4.3.1. CO-ის ემისიები BAT 63. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან CO ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
გამოყენებადობა CO-ის ემისიების შემცირების ტექნიკები ზოგადად გამოყენებადია მაგნეზიის წარმოებაში. ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის შერჩევა ასეთი ნედლეულის არსებობაზე არის დამოკიდებული. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან CO-ის ემისიებისთვის არის < 50 – 1 000 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდისთვის (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში). 1.4.4.3.2. CO-ის გაჟონვის შემცირება BAT 64. ელექტროსტატიკური პრესიპიტატორების გამოყენებისას CO-ის გამოჟონვის შემცირების მიზნით BAT ითვალსიწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
აღწერა უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის არსებობის გამო, ელექტროფილტრები უნდა გამოირთოს აირჰაერმტვერნარევში CO-ის დონის მატების შემთხვევაში. ქვემოთ მოცემული ტექნიკებით შესაძლებელია CO-ის გამოჟონვის პრევენცია და, შესაბამისად, ელექტროფილტრის მოცდენის დროის შემცირება: – წვის პროცესის კონტროლი – ნედლეულის ორგანული შემადგენლობის კონტროლი – საწვავის ხარისხისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი. შეფერხება ძირითადად ხდება დანადგარის გაშვების ეტაპზე. უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ელექტროფილტრის დაცვის აეროანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული. საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკის გამოსასვლელში ან ღუმლის შესასვლელთან – სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში. გამოყენებადობა ზოგადად გამოყენებადია ელექტროფილტრებით (ESPs) აღჭურვილი ღუმლებისთვის. 1.4.4.4. SOX-ის ემისიები BAT 65. ღუმელში წვის დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები იხ. ცხრილი 15. ცხრილი 15 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს SOx ემისიებისთვის მაგნეზიის წარმოებაში
1.4.5. პროცესის დანაკარგები/ნარჩენები BAT 66. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს შეგროვებული მაგნიუმის კარბონატის მტვრის ხელახალ გამოყენებას პროცესში. გამოყენებადობა ზოგადად გამოყენებადია მტვრის ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით. BAT 67. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს შეგროვებული მაგნიუმის კარბონატის მტვრის გამოყენებას სხვა, გასაყიდად გამოსადეგ პროდუქტებში, როდესაც ისინი რეციკლირებას არ ექვემდებარება. გამოყენებადობა მაგნიუმის კარბონატის მტვრის გამოყენება სხვა, გასაყიდად გამოსადეგ პროდუქტებში, შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს. BAT 68. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციით მიღებული ლამის ხელახალ გამოყენებას პროცესში ან სხვა სექტორებში. გამოყენებადობა აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციისას მიღებული ლამის სხვა სექტორში გამოყენება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს.
1.4.6. ნარჩენების გამოყენება საწვავად და/ან ნედლეულად BAT 69. მაგნიუმის ოქსიდის ღუმლებში საწვავად და/ან ნედლეულად გამოსაყენებელი ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველყოფის მიზნით BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
გამოყენებადობა ნარჩენები შეიძლება განხილულ იქნეს საწვავად და/ან ნედლეულად მაგნეზიის წარმოებაში (თუმცა ეს ტექნიკა მაგნეზიის სექტორში 2007 წელს ჯერ გამოყენებული არ იყო), მათზე ხელმისაწვდომობის, გამოყენებული ღუმლის ტიპის, პროდუქტის სასურველი ხარისხისა და ღუმელში საწვავის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით. ტექნიკის აღწერა 1.5. ცემენტის წარმოებისთვის გამოსაყენებელი ტექნიკის აღწერა 1.5.1. მტვრის ემისიები
1.5.2. NOx-ის ემისიები
1.5.3. SOx-ის ემისიები
1.6. კირის წარმოების ტექნიკის აღწერა 1.6.1. მტვრის ემისიები
1.6.2. NOx-ის ემისიები
1.6.3. SOx-ის ემისიები
1.7. მაგნეზიის მრეწველობის ტექნიკის აღწერა (მშრალი პროცესის ხაზი) 1.7.1. მტვრის ემისიები
1.7.2. SOx-ის ემისიები
[1] საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; 5898-სს; 21/05/2020). [2] აგლომერაციით მიღებული დოლიმისთვის, რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, ჟანგბადის კორექტირება არ გამოიყენება. [3] ბოლომდე გამომწვარი მაგნიუმისთვის (DBM), რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, ჟანგბადის კორექტირება არ გამოიყენება. [4] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1. [5] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.2. [6] BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 500 მგ/ნმ3, თუ NOx-ის თავდაპირველი დონე მთავარი ტექნიკის შემდეგ არის > 1 000 მგ/ნმ3. [7] არსებული ღუმლის კონსტრუქციას, საწვავის ნარევის მახასიათებლებს, ნარჩენი საწვავისა და ნედლეული მასალის წვისუნარიანობის ჩათვლით (მაგ., სპეციალური ცემენტის ან თეთრი ცემენტის კლინკერი), შეუძლია ზემოქმედება იქონიოს ამ დიაპაზონის ფარგლების დაცვის უნარზე. 350 მგ/ნმ3-ზე დაბალი დონეები მიიღწევა ხელსაყრელ პირობებში მყოფ ღუმელებში, როდესაც ხდება შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენება. 2008 წელს სამ აგრეგატზე (გამოყენებული იყო ადვილად წვადი ნარევი) დაფიქსირდა უფრო დაბალი სიდიდე – 200 მგ/ნმ3, როგორც თვიური საშუალო მაჩვენებელი SNCR-ის გამოყენებით. [8] დამოკიდებულია თავდაპირველ დონეებზე და NH3 -ის გადაადგილებაზე. [9] ამონიუმის მოძრაობა დამოკიდებულია NOx-ის საწყის დონეზე და NOx-ის შემცირების ეფექტურობაზე. ლეპოლისა და გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმლებისთვის დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს. [10] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.3. [11] დიაპაზონში გათვალისწინებულია ნედლეულში გოგირდის შემცველობა. [12] თეთრი ცემენტის და სპეციალური ცემენტის კლინკერის წარმოებისთვის, კლინკერის უნარი შეინარჩუნოს საწვავის გოგირდი, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაბალი იყოს, რაც SOx -ის უფრო მაღალ ემისიებს იწვევს. [13] დაბალი დონეები დაფიქსირდა ნედლეულისა და საწვავის ხარისხის საფუძველზე. სიდიდეები, რომლებიც აღემატება 0,03 მგ/ნმ3-ს, დამატებით კვლევას საჭიროებს. სიდიდეები, რომლებიც ახლოსაა 0,05 მგ/ნმ3-თან, დამატებითი ტექნიკის განხილვას მოითხოვს (მაგ., აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურის დაწევა, გააქტიურებული ნახშირი). [14] დაბალი დონეები დაფიქსირდა ნედლეულისა და საწვავის ხარისხის საფუძველზე. [15] ენერგომოხმარება დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, პროდუქტის ხარისხზე, პროცესის პირობებზე და ნედლეულზე. [16] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.1. [17] საჭიროების შემთხვევაში, საკვამური აირების წინასწარი დამუშავებისთვის, შეიძლება გამოყენებული იქნეს ცენტრიფუგის ტიპის სეპარატორები/ციკლონები. [18] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.1. [19] როდესაც მტვრის კუთრი წინაღობა მაღალია, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები შეიძლება მაღალი იყოს, 30 მგ/ნმ3-მდე, როგორც საშუალო სიდიდე. [20] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.2. [21] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.2. [22] დიაპაზონის ზედა ზღვრები დაკავშირებულია დოლიმისა და მყარი გამომწვარი კირის წარმოებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარზე უფრო მაღალი დონეები შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხობის მეთოდით მიღებული დოლიმის წარმოებასთან. [23] როდესაც BAT 45 (ა)-ში მითითებული პირველადი ტექნიკები ამ დონის მისაღწევად საკმარისი არ არის, ხოლო NOx იმისიების 350 მგ/ნმ3-მდე შესამცირებლად მეორადი ტექნიკა ვერ იქნება გამოყენებული, ზედა ზღვარი იქნება 500 მგ/ნმ3, განსაკუთრებით მყარი გამომწვარი კირისთვის და ბიომასის სახით საწვავად გამოყენებისთვის. [24] გრძელ მბრუნავ ღუმელში (LRK) და პარალელური ნაკადის რეგენერაციულ ღუმლებში, რომლებშიც გამომწვარი კირის წარმოება ხდება, ზედა ზღვარი შეიძლება აღწევდეს 800 მგ/ნმ3-ს. [25] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.3. [26] ეს დონე დამოკიდებულია აირჰაერმტვერნარევში SOx-ის თავდაპირველ დონეზე და შემცირებისათვის გამოყენებულ ტექნიკაზე. [27] აგლომერაციული დოლიმისთვის, რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, SOx-ის ემისიები შეიძლება დიაპაზონის ზედა ზღვარზე უფრო მაღალი იყოს. [28] ემისიების დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ ნედლეულზე და/ან წარმოებული კირის ტიპზე, მაგ., ჰიდრავლიკური კირის. [29] BAT-AEL არ გამოიყენება შერეული ჩატვირთვის შახტურ ღუმელში (MFSK) და წრიულ შახტურ ღუმელში (ASK). [30] დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, რაც დამოკიდებულია ნედლეულში ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე და/ან წარმოებული კირის ტიპზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი ჰიდრავლიკური კირის წარმოებაში. [31] გამონაკლის შემთხვევებში დონე შეიძლება უფრო მაღალი იყოს. [32] ეს დიაპაზონი ასახავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია BREF-ის თავში მაგნიუმის ოქსიდის შესახებ. უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ პროდუქტებთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ არ მოუწოდებიათ. [33] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.7.1. [34] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.7.1. [35] ამ ღონისძიების.ტექნიკის აღწერა მოცმულია განყოფილებაში 1.7.2. [36] საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) დამოკიდებულია ნედლეულსა და საწვავში გოგირდის შემცველობაზე. დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის გამოყენებასთან და ბუნებრივი აირის გამოყენებასთან; დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე ნედლეულის გამოყენებასთან და/ან გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენებასთან. [37] SOx-ის ემისიების შესამცირებლად საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საუკეთესო კომბინაციის შეფასებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვადასხვა გარემოს ზემოქმედება. [38] როდესაც სველი სკრუბერი გამოყენებადი არ არის, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) ნედლეულსა და საწვავში გოგირდის შემცველობაზე არის დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე არის < 1 500 მგ/ნმ3, ხოლო SOx-ის ემისიების ამოღების ეფექტურობა, სულ მცირე, 60%-ია.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები