დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.026010 |
|
ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები
რეგულირების საგანი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებზე, რომლებიც „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართში არის განსაზღვრული, კერძოდ: − საქმიანობა 1.3: კოქსის წარმოება; − საქმიანობა 2.1: ლითონური მადნის (მათ შორის, სულფიდური მადნის) გამოწვა და აგლომერაცია; − საქმიანობა 2.2: თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორადი დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები მოიცავს შემდეგ პროცესებს: − ნაყარი ნედლეულის ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და დამუშავება; − ნედლეულის შერევა; − რკინის მადნის აგლომერაცია და გრანულირება (დაგუნდავება); − კოქსის წარმოება საკოქსე ნახშირიდან; − თუჯის წარმოება ბრძმედული გზით, წიდის გადამუშავების ჩათვლით; − ფოლადის წარმოება და გადამუშავება ჟანგბად-კონვერტერული პროცესის გამოყენებით, მათ შორის, ზედაჭავლური ციცხვის დესულფურიზაცია, ქვედაჭავლური ციცხვის მეტალურგია და წიდის დამუშავება; − ფოლადის წარმოება ელექტრო-რკალური ღუმელებით, ქვედაჭავლური მეტალურგიისა და წიდის დამუშავების ჩათვლით; − უწყვეტი ჩამოსხმა (თხელი სლაბების/თხელი ზოლების და ფურცლის (თუნუქის) პირდაპირი ჩამოსხმა (ფორმის/ყალიბის შესაბამისად). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები არ ეხება შემდეგ საქმიანობებს: − კირის წარმოება ღუმელებში, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ცემენტის, კირისა და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის (CLM); − მტვრის დამუშავება ფერადი ლითონების (მაგ. ელექტრორკალური ღუმელის მტვრის) აღდგენის მიზნით და ფეროშენადნობების წარმოება, რომელიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ფერადი ლითონების მრეწველობისთვის“ (NFM); − გოგირდმჟავას დანადგარები კოქსის ღუმელებში, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დიდი მოცულობის არაორგანული ქიმიკატების-ამიაკის მჟავების და სასუქების წარმოებისთვის“ (LVIC-AAF). სხვა სახელმძღვანელოები, რომლებიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებს შეესაბამება:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში ჩამოთვლილ და აღწერილ ტექნიკას არც ინსტრუქციის დანიშნულება აქვს და არც ამომწურავი არის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკა, რომლებიც, სულ მცირე, გარემოს მდგომარეობის თანაბარ დონეს უზრუნველყოფს. ზოგადი დებულებები საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეები გამოისახება დიაპაზონებით, და არა ცალკეული მნიშვნელობებით. დიაპაზონი შეიძლება ასახავდეს განსხვავებას მოცემული ტიპის დანადგარისთვის (მაგ. განსხვავება საბოლოო პროდუქტის სტანდარტში/სისუფთავესა და ხარისხში, განსხვავება დიზაინში, კონსტრუქციაში, საწარმოს ზომასა და სიმძლავრეში), რაც იწვევს გარემოსდაცვითი ეფექტურობის ცვალებადობას, რომელიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეების გამოსახვა (BAT-AELs) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებისთვის გამოისახება როგორც:
ან
და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები წყალში გამოიხატება, როგორც: − ნივთიერებების მასა ჩამდინარე წყლის მოცულობის ერთულზე, გამოსახული ერთულებით: გ/ლ, მგ/ლ ან მკგ/ლ. განმარტებები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნების მიზნებისთვის:
1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგადი დასკვნები თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები ზოგადად გამოყენებადია. 1.2 – 1.7 პუნქტებში (შემდგომ-განყოფილება) მითითებული კონკრეტული პროცესისთვის განკუთვნილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზოგად საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან ერთად, რომლებიც ამ პუნქტშია აღნიშნული. 1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები BAT 1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების (EMS) დანერგვას და განხორციელებას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:
გამოყენებადობა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის გამოყენების ფარგლები (მაგ., დეტალების დონე) და ბუნება (მაგ., სტანდარტული და არასტანდარტული) ძირითადად დაკავშირებული იქნება დანადგარის სახეობასთან, მასშტაბთან და სირთულესთან და გარემოზე ზემოქმედების დონესთან, რომელიც მას შეუძლია გამოიწვიოს. 1.1.2. ენერგომენეჯმენტი BAT 2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
II. ჭარბი სითბოს ამოღება პროცესებიდან, განსაკუთრებით, გაგრილების ზონიდან; III. ორთქლისა და სითბოს ოპტიმალური მართვა; IV. მიზანშეწონილი სითბოს მაქსიმალურად ჩართვა ხელმეორედ გამოყენების ინტეგრირებულ პროცესში. ენერგომენეჯმენტის კონტექსტში იხ. სახელმძღვანელო საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ენერგოეფექტურობის თაობაზე - BREF (ENE). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა I.- აღწერა ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტები მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ფოლადის წარმოებაში საერთო ენერგოეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა II – IV - აღწერა პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიები, რომლებიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად სითბოს აღდგენის (რეკუპერაციის) გზით, მოიცავს შემდეგს:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა II – IV - გამოყენებადობა სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წარმოება გამოიყენება თუჯისა და ფოლადის ყველა საწარმოსთვის, რომლებიც მდებარეობს ურბანულ რაიონებთან ახლოს, სადაც სითბოზე სათანადო მოთხოვნილებაა. ეს კონკრეტული ენერგომოხმარება დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროცესის მასშტაბზე, პროდუქციის ხარისხზე და საწარმოს ტიპზე (მაგ., ვაკუუმური დამუშავების მოცულობა ჟანგბადკონვერტერულ ღუმელში, გამოწვის ტემპერატურა, პროდუქტების სისქე და ა.შ.). BAT 3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირებას ენერგიის ნაკადების ოპტიმიზაციისა და პროცესიდან მიღებული აირების ოპტიმიზირებულად გამოყენების გზით, როგორიცაა, კოქსის აირი, ბრძმედის აირი და ჟანგბადკონვერტერული ღუმელის აირი. აღწერა პროცესში ინტეგრირებული ტექნიკა - ინტეგრირებულ ფოლადის საწარმოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, პროცესის აირის ოპტიმიზაციის გზით - მოიცავს შემდეგს:
გამოყენებადობა ენერგიის მოხმარება კონკრეტულ საწარმოში დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროცესის მასშტაბზე, პროდუქციის ხარისხზე და საწარმოს ტიპზე (მაგ., ვაკუუმური დამუშავების მოცულობა ჟანგბადკონვერტერულ ღუმელში, გამოწვის ტემპერატურა, პროდუქტების სისქე, და ა.შ.). BAT 4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გოგირდისა და მტვრისაგან გაწმენდილი კოქსის ჭარბი აირის, მტვრისაგან გაწმენდილი ბრძმედის აირისა და კონვერტერული აირის (შერეულად ან განცალკევებულად) გამოყენებას საქვაბეებში ან თბოელექტროსადგურებში ორთქლის, ელექტრობის და/ან სითბოს გენერირებისთვის, ჭარბი ნარჩენი სითბოს გამოყენებით შიგა და გარე გათბობის ქსელებისთვის, თუ არის მოთხოვნა მესამე მხარისგან. გამოყენებადობა მესამე მხარესთან თანამშრომლობისა და შეთანხმების საკითხი შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს, შესაბამისად, ეს საკითხები შეიძლება არ იყოს ჩართული ნებართვის პირობებში. BAT 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მოხმარებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით: I. ენერგომენეჯმენტის სისტემები; II. მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე საფქვავი, სატუმბი, სავენტილაციო და კონვეირული აგრეგატები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. გამოყენებადობა სიხშირის მარეგულირებლიანი ტუმბოები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იქ, სადაც ტუმბოს საიმედობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროცესის უსაფრთხოებისთვის. 1.1.3. მასალების მენეჯმენტი BAT 6. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მასალების შიდა ნაკადების მართვისა და კონტროლის ოპტიმიზაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურება და დაზიანება, უზრუნველყოფილ იქნეს მასალების ხარისხი მიწოდებისას, შესაძლებელი იყოს ხელახალი გამოყენება და გადამუშავება და, აგრეთვე, პროცესის ეფექტურობის ამაღლება და ლითონის გამოსავლიანობის ოპტიმიზაცია. აღწერა სანედლეულე მასალებისა და წარმოების ნარჩენების სათანადო შენახვას და დამუშავებას შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს ჰაერით გადატანილი მტვერი, რომელიც წარმოიქმნება საწყობებში და კონვეირული ხაზებზე, გადატვირთვის წერტილების ჩათვლით, და თავიდან იქნეს აცილებული ნიადაგის, გრუნტის წყლებისა და ჩამდინარე წყლების დაბინძურება (იხ. აგრეთვე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 11). ფოლადის ინტეგრირებული წარმოებისა და ნარჩენების სათანადო მართვის გამოყენება სხვა საწარმოებიდან და სექტორებიდან მიღებულ ნარჩენებთან ერთად, ნედლეულის შიგა და/ან გარე მოხმარების მაქსიმალურად გაზრდის საშუალებას იძლევა (იხ. აგრეთვე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8, 9 და 10). მასალების მენეჯმენტი მოიცავს ინტეგრირებული მეტალურგიული წარმოების საერთო ნარჩენებიდან მცირე პარტიების კონტროლირებულ გამოყენებას, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობა არა აქვთ. BAT 7. შესაბამისი დამაბინძურებლების ემისიის დაბალი დონის მიღწევის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს სათანადო ხარისხის ჯართისა და სხვა ნედლეულის შერჩევას. რაც შეეხება ჯართს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოითხოვს სათანადო შემოწმების ჩატარებას ხილული დამაბინძურებლების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ მძიმე მეტალებს, განსაკუთრებით, ვერცხლისწყალს, ან შეუძლიათ ხელი შეუწყონ პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) წარმოშობას. ჯართის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკა ან მათი კომბინაცია:
გამოყენებადობა ჯართის შერჩევა და დახარისხება შეიძლება სრულად არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს. 1.1.4. ტექნოლოგიური ნაშთების მენეჯმენტი, როგორიცაა თანმდევი პროდუქტები და ნარჩენები BAT 8. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მყარი ნარჩენებისთვის ითვალისწინებს ინტეგრირებული ტექნიკისა და ოპერაციული ტექნიკის გამოყენებას ნარჩენების მინიმიზირებისთვის, მათი შიგა გამოყენებით ან რეციკლირების სპეციალიზირებული პროცესების გამოყენებით (საწარმოს შიგნით ან მის გარეთ). აღწერა რკინით მდიდარი ნარჩენების რეციკლირების ტექნოლოგიები მოიცავს სპეციალიზებული რეციკლირების ტექნოლოგიებს, როგორიცაა, OxyCup® შახტური ღუმელი, DK პროცესი, აღდგენითი დნობის ან გრანულების/ბრიკეტების ცივი წესით წარმოების პროცესები, ასევე, ნაშთების წარმოების ტექნიკა, რომლებიც 1.2 – 1.7 განყოფილებაში არის მითითებული. გამოყენებადობა ვინაიდან აღნიშნული პროცესები შეიძლება მესამე მხარის მიერ იქნეს განხორციელებული, თვით რეციკლირება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს მეტალურგიული საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ნებართვის პირობებში. BAT 9. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მაქსიმალურად გამოყენებას საწარმოს შიგნით ან გადამუშვებას (როგორც ამას ითვალისწინებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8), სადაც ეს შესაძლებელია ნარჩენების რეგულაციების შესაბამისად. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოიცავს იმ ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული. BAT 10. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საუკეთესო მეთოდების გამოყენებას მყარი ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, ასევე, გადაცემის პუნქტების აღჭურვას საფარით, ჰაერსა და წყალში ემისიების თავიდან აცილების მიზნით. 1.1.5. დიფუზიური მტვრის ემისიები ნედლეულისა და (შუალედური) პროდუქტების შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესებიდან BAT 11. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მასალების შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების პრევენციას ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან მათი კომბინირებული გამოყენებით. ემისიების შემცირების ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის დაჭერის ეფექტურობისა და მისი შემდგომი გაწმენდის პროცესის ოპტიმიზაციას, სათანადო მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ქვემოთ მოცემული მეთოდები. უპირატესობა ენიჭება წყაროსთან ყველაზე ახლომდებარე მტვრის ემისიების შეგროვებას.
III. მასალების მიღების, შენახვისა და ხელმეორედ გამოყენების/აღდგენის ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
IV. როდესაც საწვავი და ნედლეული საზღვაო ტრანსპორტით მიეწოდება და მტვრის გამოყოფა შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხი იყოს, ზოგიერთი ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
V. მატარებლის ან სატვირთო მანქანის გადმოტვირთვის ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
VI. შეტივნარებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე მასალებისთვის, რომლებმაც შეიძლება მტვრის მნიშვნელოვანი ემისია გამოიწვიოს, ზოგიერთი ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
VII. წიდის შენახვისა და გადამუშავების ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
VIII. ჯართის ოპერირების ტექნიკა: • ჯართის შენახვა გადახურულ მდგომარეობაში და/ან ბეტონით დაფარულ ზედაპირზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მტვრის გავრცელება ტრანსპორტის გადაადგილების დროს. IX. ტექნიკა, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მასალების ტრანსპორტირების დროს, მოიცავს შემდეგს:
1.1.6. წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა BAT 12. ჩამდინე წყლების მართვისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ტიპების პრევენციას, შეგროვებას და სეპარაციას, შიდა რეციკლირებისა და თითოეული საბოლოო ნაკადის სათანადო გაწმენდის მაქსიმალური გამოყენებით. ეს მოიცავს მეთოდებს, რომლებიც იყენებს, მაგალითად, ზეთის შემკავებლებს, გაფილტვრას ან დალექვას. ამ კონტექსტში, თუ არსებობს ზემოთ აღნიშნული წინაპირობები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტექნიკა:
გამოყენებადობა ინტეგრირებულ მეტალურგიულ საწარმოში წყლის რესურსების მართვა, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეიზღუდოს მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობით, მისი ხარისხითა და ადგილობრივი კანონმდებლობების მოთხოვნებით. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება, შეზღუდოს წყალგაყვანილობის არსებულმა სისტემამ. 1.1.7. მონიტორინგი BAT 13. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ყველა შესაბამისი პარამეტრის გაზომვას ან შეფასებას, რომლებიც აუცილებელია სადისპეტჩერო პუნქტებიდან პროცესებზე მეთვალყურეობისთვის თანამედროვე კომპიუტერული სისტემების გამოყენებით, რათა მუდმივად მოხდეს პროცესების კორექტირება და ოპტიმიზირება ონლაინრეჟიმში, რამაც უნდა უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი დამუშავება, რითაც ამაღლდება ენერგოეფექტურობა, მაქსიმალურად გაიზრდება წარმადობა და გაუმჯობესდება ტექნიკური მომსახურების პრაქტიკა. BAT 14. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გაფრქვევის მილებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების გაზომვას, რომლებიც მომდინარეობს ემისიის ძირითადი წყაროებიდან, 1.2 – 1.7 განყოფილებებში მითითებული ყველა პროცესიდან, ყველა შემთხვევაში, როდესაც მოცემულია BAT-AELs-ები, ასევე ტექნოლოგიურ აირებზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში თუჯისა და ფოლადის საწარმოებში. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტ გაზომვებს, სულ მცირე:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა სხვა ემისიებისთვის ითვალისწინებს უწყვეტი მონიტორინგის გამოყენებას, ემისიების მოცულობისა (მასური ხარჯის) და სხვა მახასიათებლების შესაბამისად. BAT 15. ემისიის შესაბამისი წყაროებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მე-14 ტექნიკაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების გაზომვას, რომლებიც წარმოიქმნება 1.2 – 1.7 განყოფილებებში მითითებული ყველა პროცესიდან და თუჯისა და ფოლადის საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აირებზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში, ასევე ტექნოლოგიური აირის ყველა შესაბამისი კომპონენტების/დამაბინძურებლების პერიოდულ და წყვეტილ გაზომვას. იგი მოიცავს ტექნოლოგიური აირების, გაფრქვევის მილებიდან ემისიების, პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების წყვეტილ მონიტორინგს და ჩამდინარე წყლების ჩაშვების მონიტორინგს, მაგრამ გამორიცხავს დიფუზიურ ემისიებს (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 16). აღწერა (შესაბამისია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 14 და 15-თვის) ტექნოლოგიური აირების მონიტორინგი ინფორმაციას იძლევა ტექნოლოგიური აირების შემადგენლობისა და არაპირდაპირი ემისიების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიური აირების წვის შედეგად წარმოიშობა, როგორიცაა, მტვრის, მძიმე მეტალებისა და SOx-ის ემისიები. მილებიდან ემისიები შეიძლება გაიზომოს რეგულარული პერიოდულობით, ორგანიზებული ემისიის სათანადო წყაროებზე, საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რათა მიღებულ იქნეს ემისიის რეპრეზენტატიული მნიშვნელობები. ჩამდინარე წყლების ჩაშვების მონიტორინგისთვის ნიმუშების აღებისა და წყლისა და ჩამდინარე წყლების ანალიზის მრავალი სტანდარტიზებული პროცედურა არსებობს, მათ შორის:
მონიტორინგი უნდა განხორციელდეს EN-ის ან ISO-ის სათანადო სტანდარტების შესაბამისად. თუ EN-ის ან ISO-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იქნეს ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს. BAT 16. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს შესაბამისი წყაროდან დიფუზიური ემისიების მასშტაბის დადგენას ქვემოთ მოცემული მეთოდების გამოყენებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, პირდაპირი გაზომვების მეთოდს უპირატესობა ენიჭება არაპირდაპირ მეთოდებთან ან შეფასებებთან შედარებით, რომლებიც ემისიების კოეფიციენტებით შესრულებულ გაანგარიშებებს ეფუძნება.
აღწერა პირდაპირი ან კვაზი-პირდაპირი გაზომვა პირდაპირი გაზომვის მაგალითებია გაზომვები აეროდინამიკურ მილებში, ხუფით ანდა სხვა მეთოდებით, როგორიცაა კვაზი-ემისიების გაზომვა სამრეწველო საწარმოს სახურავზე. ბოლო შემთხვევაში სახურავზე იზომება ქარის სიჩქარე და სავენტილაციო სარკმელების ფართობი, ასევე ხდება ნაკადის სიჩქარის გაანგარიშება. გასაზომი სავენტილაციო სარკმელების განივკვეთი დაყოფილია ერთნაირი ფართობის მქონე სექტორებად (გაზომვა ბადით). არაპირდაპირი გაზომვა არაპირდაპირი გაზომვების მაგალითები მოიცავს ინდიკატორული აირების გამოყენებას, უკუდისპერსიის (RDM) მოდელირების მეთოდებს და მასური ბალანსის მეთოდს სინათლის დეტექტირებისა და რანგირების გამოყენებით (LIDAR). ემისიების გაანგარიშება ემისიის კოეფიციენტების გამოყენებით მეთოდოლოგიები, რომლებიც იყენებს კოეფიციენტებს ნაყარი მასალების შენახვისა და დამუშავების დროს მტვრის დიფუზიური ემისიებისთვის და გზებზე ტრანსპორტის მოძრაობით წარმოქმნილი მტვრის შესაფასებლად:
1.1.8. ექსპლუატაციიდან მოხსნა (ჩამოწერა) BAT 17. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ექსპლუატაციიდან მოხსნის დროს დაბინძურების პრევენციას ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის გამოყენებით. საკითხები ექსპლუატაციის ვადაგასული დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის შესახებ: I. გათვალისწინებული იქნეს გარემოზე ზემოქმედება, რომელსაც გამოიწვევს დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნა ახალი დანადგარის პროექტირების ეტაპზე, რადგან, ამგვარი გათვალსიწინებით, ექსპლუატაციიდან მოხსნა არის უფრო მარტივი, სუფთა და იაფი. II. ექსპლუატაციიდან მოხსნა ქმნის ეკოლოგიურ რისკებს მიწის დაბინძურების (და მიწისქვეშა წყლების) სახით და იწვევს დიდი რაოდენობით მყარი ნარჩენის წარმოქმნას; პრევენციული მეთოდები დამოკიდებულია კონკრეტულ პროცესზე, თუმცა ზოგადი მოსაზრებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- ბიოდეგრადირებადი და რეციკლირებადი მასალების გამოყენება, სადაც შესაძლებელია. 1.1.9. ხმაური BAT 18. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თუჯისა და ფოლადის წარმოების პროცესებში შესაბამისი წყაროებიდან ხმაურის ემისიების შემცირებას, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მათ შესაბამისად:
1.2. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ აგლომერაციის დანადგარებისთვის თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, ამ ნაწილში მოცემული დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგლომერაციის ყველა დანადგარისთვის. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში BAT 19. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა შერევის ოპერაციებისთვის ითვალისწინებს მტვრის დიფუზიური ემისიის პრევენციას წვრილდისპერსული მასალების აგლომერაციის გზით, ტენის შემცველობის რეგულირებით (იხ. აგრეთვე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 11). BAT 20. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის დანადგარებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილ აირებში სახელოიანი ფილტრის საშუალებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა არსებულ საწარმოში პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილ აირებში, თანამედროვე ელექტროფილტრების გამოყენებით, როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის < 1 – 15 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 – 40 მგ/ნმ3 თანამედროვე ელექტროფილტრისთვის (ამ სიდიდეების მისაღწევად საჭიროა მისი პროექტირება და ექსპლუატაციაში გაშვება), ორივე წარმოადგენს საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელს. სახელოიანი ფილტრი აღწერა სახელოიანი ფილტრები, რომლებიც აგლომერაციის დანადგარებზე გამოიყენება, ჩვეულებრივ არსებული ელექტროფილტრის ან ციკლონის შემდეგ გამოიყენება, თუმცა შეუძლია ავტონომიური ხელსაწყოს ფუნქციაც შეასრულოს. გამოყენებადობა არსებული საწარმოებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა, სივრცის უზრუნველყოფა მოწყობილობისთვის, რომელიც ელექტროფილტრის შემდეგ უნდა დამონტაჟდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არსებული ელექტროფილტრის ასაკს და წარმადობას. თანამედროვე ელექტროფილტრები აღწერა თანამედროვე ელექტროფილტრებს აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი:
BAT 21. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს ვერცხლისწყლის ემისიების პრევენციას ან შემცირებას ვერცხლისწყლის დაბალი შემცველობის ნედლეულის შერჩევის გზით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 17) ან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდით, აქტივირებული ნახშირის ან აქტივირებული ლიგნიტის კოქსის დამატებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე ვერცხლისწყლისთვის არის < 0,03 – 0,05 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მნიშვნელობა სტანდარტული პერიოდისთვის (წყვეტილი გაზომვა, წერტილოვანი ნიმუშები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 22. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს გოგირდის ოქსიდების (SOX) ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე გოგირდის ოქსიდებისთვის (SOX) I – IV საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას არის < 350 – 500 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი, ამასთანავე, უფრო დაბალი მაჩვენებელი შეესაბამება IV საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე გოგირდის ოქსიდებისთვის (SOX) V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას არის < 100 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი. V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ფარგლებში მოცემული რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის აღწერა მშრალი დესულფურიზაციის მეთოდები ეფუძნება SO2-ის ადსორბციას აქტივირებული ნახშირით. პროცესს, რომლის დროსაც ხდება SO2-ის შემცველობის მქონე ნახშირის რეგენერირება (აღდგენა), რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი ეწოდება. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის ძვირადღირებული აქტივირებული ნახშირი, ხოლო გოგირდმჟავა (H2SO4) მიიღება, როგორც თანამდევი პროდუქტი. ფენის აღდგენა ხდება ან წყლით ან თერმულად. ზოგ შემთხვევაში დესულფურიზაციის არსებული აგრეგატის „დახვეწილი“ მუშაობისთვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი ლიგნიტის ფუძით. ამ შემთხვევაში, SO2-ის შემცველობის მქონე აქტივირებული ნახშირის ინსინერაცია ჩვეულებრივ კონტროლირებულ პირობებში ხდება. რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი შეიძლება იყოს ერთეტაპიანი ან ორეტაპიანი. ერთეტაპიან პროცესში გამოყოფილი აირები გადის გააქტიურებული ნახშირის ფენას, ხოლო დამაბინძურებელი ნივთიერებები ადსორბირდება გააქტიურებულ ნახშირთან. გარდა ამისა, NOX-ის მოცილება ხდება მაშინ, როდესაც ამიაკს (NH3) აფრქვევენ აირის ნაკადში, კატალიზატორის ფენამდე. ორეტაპიან პროცესში გამოყოფილი აირები გაივლის აქტივირებული ნახშირის ორ ფენას. ამიაკის შეფრქვევა შესაძლებელია ფენის წინ, NOX-ის ემისიების შემცირების მიზნით. V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებადობა სველი დესულფურიზაცია: შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს სივრცის მოთხოვნა და ამის გამო შეიზღუდოს გამოყენებადობა. გათვალისწინებული უნდა იქნეს მაღალი საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯები, ასევე, მნიშვნელოვანი ურთიერთგადამკვეთი ეფექტები, როგორიცაა, ლექის წარმოქმნა და განთავსება და ჩამდინარე წყლების გაწმენდის დამატებითი ღონისძიებები. ამ დოკუმენტზე მუშაობის მომენტში ეს მეთოდი ევროპაში არ გამოიყენებოდა, თუმცა შეიძლება იყოს ვარიანტი, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა. რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი: რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის პროცესის დაწყებამდე უნდა დამონტაჟდეს მტვრის შემამცირებელი მოწყობილობა, რათა შემცირდეს მტვრის კონცენტრაცია შესასვლელზე. ზოგადად, ამ ტექნიკის განხილვისას, მნიშვნელოვანია საწარმოს განლაგება და მოთხოვნები სივრცის მიმართ, განსაკუთრებით იმ უბნის, სადაც ერთზე მეტი აგლომერაციის ხაზია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მაღალი საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის ძვირადღირებული აქტივირებული ნახშირის სახეობები და საჭირო იქნეს აგრეგატის დამონტაჟება გოგირდმჟავას წარმოებისთვის. ამ დოკუმენტზე მუშაობის მომენტში ეს მეთოდი ევროპაში არ გამოიყენებოდა, თუმცა შეიძლება იყოს ვარიანტი ახალ საწარმოებში, რომელთა ინტერესის სფერო ერთდროულად მოიცავს SOX-ს, NOX-ს, მტვერს და PCDD/F-ს, და იქ, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა. BAT 23. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს აზოტის ოქსიდების (NOX) საერთო ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე აზოტის ოქსიდისთვის (NOX) პროცესში ინტეგრირებული ღონისძიებების გამოყენებისას არის < 500 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე აზოტის ოქსიდისთვის (NOX) რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის გამოყენებისას არის < 250 მგ/ნმ3, ხოლო შერჩევითი კატალიზური აღდგენის (SCR) გამოყენებისას არის < 120 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2), შეესაბამება ჟანგბადის 15%-იან შემცველობას და განსაზღვრულია როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა. I. i საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში მოცემული გამოყოფილი აირის რეცირკულაციის აღწერა გამოყოფილი აირის ნაწილობრივი რეციკლირებისას, აგლომერაციის პროცესიდან გამოყოფილი აირის გარკვეული ნაწილის რეციკლირება ხდება თვით აგლომერაციის პროცესში. მთლიანი ხაზიდან გამოყოფილი აირის ნაწილობრივი რეციკლირების პროცესი თავდაპირველად შემუშავდა გამოყოფილი აირის ნაკადის და, შესაბამისად, ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების მასიური ემისიების შემცირების მიზნით. გარდა ამისა, მისი საშუალებით შეიძლება მიღწეული იქნეს ენერგომოხმარების შემცირება. გამოყოფილი აირების რეცირკულაცია განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რათა უარყოფითი ზემოქმედება არ მოხდეს აგლომერაციის ხარისხზე და წარმოების რენტაბელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეცირკულირებულ გამოყოფილ აირში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თანამშრომელთა ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა. შემუშავებულია მრავალი პროცესი, მაგალითად, როგორიცაა:
I.i საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა ამ ტექნიკის გამოყენება კონკრეტულ ადგილზეა დამოკიდებულია. განხილული უნდა იქნეს თანმდევი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს უარყოფითი ზემოქმედება აგლომერატის ხარისხზე (მექანიკური სიმტკიცე ცივ მდგომარეობაში) და ნადნობის წარმადობაზე. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება შედარებით უმნიშვნელო და განსახორციელებლად მარტივი იყოს, ან პირიქით, შეიძლება უფრო ფუნდამენტური ხასიათი ჰქონდეს და ძვირადღირებული და რთული აღმოჩნდეს დანერგვის თვალსაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტექნიკის დანერგვისას საჭიროა ხაზის მუშაობის პირობების გადახედვა. არსებულ საწარმოებში, შეზღუდული სივრცის გამო, გამოყოფილი აირების ნაწილობრივი რეციკლირების სისტემის მონტაჟი შეიძლება ვერ მოხერხდეს. ამ ტექნიკის გამოყენებადობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:
I.ii საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სხვა პირველადი ღონისძიებების გამოყენებადობა ანტრაციტის გამოყენება დამოკიდებულია ანტრაციტის არსებობაზე აზოტის დაბალი შემცველობით, კოქსის მტვერთან შედარებით რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის აღწერა და გამოყენება II.i საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ფარგლებში – იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 22 რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის გამოყენებადობა II.ii საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე რეგენერატიული აქტივირებული ნახშირი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი დამტვერიანების სისტემაში, დაბალი დამტვერიანების სისტემაში და სუფთა აირიან სისტემაში. ამ დრომდე აგლომერაციის დანადგარებში მხოლოდ სუფთა აირის სისტემები გამოიყენებოდა (მტვრისაგან გაწმენდისა და დესულფურიზაციის შემდეგ). მნიშვნელოვანია, რომ აირში მცირე რაოდენობით იყოს მტვერი (< 40 მგ მტვერი/ნმ3) და მძიმე მეტალები, რადგან მათ შეუძლია არაეფექტიანი გახადოს კატალიზატორის ზედაპირი. გარდა ამისა, კატალიზატორის გამოყენებამდე შეიძლება საჭირო იქნეს დესულფურიზაცია. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა გამოყოფილი აირების მინიმალური ტემპერატურა (300 °C). ეს ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. გამოყენებადობას შეიძლება ხელი შეუშალოს მაღალმა საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯებმა, კატალიზატორის რევიტალიზაციის აუცილებლობამ, NH3-ის მოხმარებამ და გაჟონვამ, ფეთქებადი ამონიუმის ნიტრატის (NH4NO3) დაგროვებამ, მჟანგავი SO3-ის ფორმირებამ და ხელმეორედ გახურებისათვის საჭირო დამატებითი ენერგიის მოთხოვნამ, რასაც შეუძლია შეამციროს აგლომერაციის პროცესიდან რეალური სითბოს ამოღების საშუალება. ეს ტექნიკა შეიძლება იყოს ვარიანტი, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა. BAT 24. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების პრევენციას და/ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
BAT 25. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების შემცირებას შესაბამისი ადსორბციის აგენტების შეფრქვევით აგლომერაციის არხიდან გამოყოფილი აირების მილსადენში, სახელოიანი ფილტრით გაწმენდამდე, ან თანამედროვე ელექტროფილტრით გაწმენდამდე – როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია (იხ.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 20). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინებისთვის/ფურანებისთვის (PCDD/F) არის 0,05 – 0,2 ნგ I-TEQ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 0,2 – 0,4 ნგ-I-TEQ/ნმ3 - თანამედროვე ელექტროფილტრისთვის, ორივე სიდიდე განსაზღვრულია 6-8 საათიანი შემთხვევითი (რანდომული) ნიმუშებისთვის სტაბილურ/სტაციონარულ პირობებში. BAT 26. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერატის განტვირთვის, დანაწევრების, გაგრილების, გაცრისა და ტრანსპორტირების ადგილებში წარმოქმნილი მტვრის ემისიების პრევენციას და/ან ეფექტურ მოცილებას და მტვრის ემისიების შემდგომ შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებულად გამოყენების გზით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის < 10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და <30 მგ/ნმ3 ელექტროფილტრისთვის, ორივე მაჩვენებელი განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა. წყალი და ჩამდინარე წყალი BAT 27. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერაციის საწარმოებში წყლის გამოყენების მინიმუმამდე შემცირებას გაგრილებული წყლის მაქსიმალური რეციკლირების გზით, თუ არ გამოიყენება ერთჯერადი გატარების გაგრილების სისტემები. BAT 28. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების დამუშავებას აგლომერაციის დანადგარიდან, სადაც გამოიყენება წყლით რეცხვა ან გამოყოფილი აირების სველი დამუშავების სისტემა, ჩაშვებამდე წყლის გაგრილების გარდა, შემდეგი ტექნიკის კომბინირებულად გამოყენების გზით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
(დარიშხანის (As), კადმიუმის (Cd), ქრომის (Cr), სპილენძის (Cu), ვერცხლისწყლის (Hg), ნიკელის (Ni), ტყვიის (Pb) და თუთიის (Zn) ჯამი). წარმოების ნარჩენები BAT 29. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას აგლომერაციის საწარმოში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერაციის დანადგარის ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული. BAT 30. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მეტალურგიულ საწარმოში აგლომერაციის ხაზებიდან და სხვა პროცესებიდან ზეთის შემცველი ნარჩენების რეციკლირებას, როგორიცაა მტვერი, ასევე, რკინისა და ნახშირბადის შემცველი ლამი და მეორეული ხენჯი – რამდენადაც ეს შესაძლებელია, აგლომერაციის ხაზზე დაბრუნებით, შესაბამისი ზეთის შედგენილობის გათვალისწინებით. BAT 31. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს რკინის კონცენტრატში ნახშირწყალბადის შემცველობის შემცირებას რეციკლირების ტექნოლოგიური ნარჩენების შესაბამისი შერჩევისა და წინასწარი დამუშავების გზით. ყველა შემთხვევაში, რეციკლირების ტექნოლოგიურ ნარჩენებში ზეთის შემცველობა უნდა იყოს <0,5 %, ხოლო რკინის კონცენტრატის შემცველობა <0,1 %. აღწერა ნახშირწყალბადების მიწოდება შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, განსაკუთრებით, ზეთის მიწოდების შემცირებით. ზეთი რკინის კონცენტრატში ხვდება ძირითადად მეორეული ხენჯის დამატებით. ხენჯში ზეთის შემცველობა შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს, რაც მათ წარმოშობაზე არის დამოკიდებული. მტვრისა და მეორეული ხენჯის საშუალებით ზეთის მიწოდების მინიმუმამდე შემცირების ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
ენერგია BAT 32. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას აგლომერაციის დანადგარებში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
აღწერა აგლომერაციის დანადგარიდან გამოიყოფა მეორადი გამოყენებისათვის პოტენციურად ვარგისი ორი სახის ენერგეტიკული ნარჩენი:
გამოყოფილი აირების ნაწილობრივი რეცირკულაცია გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენის განსაკუთრებული შემთხვევაა და განხილულია 23-ე საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში. რეალური სითბო გადაეცემა კვლავ აგლომერატის შრეში ცხელი რეცირკულირებული აირებით. ამ დოკუმენტის შექმნის მომენტისთვის (2010 წ.) ეს გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენის პრაქტიკულად ერთადერთი მეთოდი იყო. აგლომერატის გამაგრილებლიდან გამოსული ცხელი ჰაერის რეალური სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდის გამოყენებით:
გამოყენებადობა ზოგ საწარმოში არსებულმა კონფიგურაციამ შეიძლება ძალიან გაზარდოს აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილი აირებიდან ან აგლომერაციის დანადგარის გამაგრილებლის აირებიდან სითბოს აღდგენის ხარჯები. სითბოს გამცვლელის საშუალებით გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენამ შეიძლება შექმნას კონდენსაციასთან და კოროზიასთან დაკავშირებული პრობლემები. 1.3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები გრანულირების დანადგარებისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება, გამოყენებულ იქნეს გრანულირების ყველა დანადგარისთვის. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში BAT 33. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას გამოყოფილ აირებში, რომლებიც წარმოიშობა:
ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე არის <20 მგ/ნმ3 დაქუცმაცების, დაფქვისა და შრობის ოპერაციებისთვის, და < 10 – 15 მგ/ნმ3 პროცესის ყველა სხვა საფეხურისთვის, ან იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ყველა გამოყოფილი აირი ერთად მუშავდება, და ყველა განისაზღვრება, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობები. BAT 34. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გოგირდის ოქსიდების (SOX), ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის შემცირებას წვის პროცესით გამოყოფილ აირებში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – რომლებიც განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა – ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებისთვის არის:
BAT 35. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან ტექნოლოგიურ პროცესში ინტეგრირებული ტექნიკის გამოყენებით. აღწერა უნდა მოხდეს დანადგარის კონსტრუქციის ოპტიმიზაცია ინდივიდუალური მიდგომით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წვის ყველა სექციიდან აზოტის ოქსიდების (NOX) ემისიების დაბალი დონე. თერმული NOX-ის წარმოშობის შემცირების მიღწევა შეიძლება სანთურებში (პიკური) ტემპერატურის დაწევით და წვის ჰაერში ჭარბი ჟანგბადის შემცირებით. გარდა ამისა, NOX-ის უფრო დაბალი ემისიების მიღწევა შესაძლებელია დაბალი ენერგომოხმარებისა და საწვავში (ნახშირი და ნავთობი) აზოტის დაბალი შემცველობის ერთობლიობით. BAT 36. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა არსებული საწარმოებისთვის ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში როგორც მართკუთხა ცხაურიანი, ისე ცხაურიანი ღუმლის სისტემით, რთულია მუშა პირობების მიღწევა, რომლებიც შერჩევითი კატალიზური აღდგენის რეაქტორისთვის არის შესაბამისი. მაღალი ღირებულების გამო მილის ბოლოსთვის ეს ტექნიკა შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გარემოს ხარისხის სტანდარტების სხვაგვარად დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა. BAT 37. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ახალი საწარმოებისთვის ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან შერჩევითი კატალიზური აღდგენის (SCR) გამოყენებით, მილის ბოლოზე ტექნიკის სახით. წყალი და ჩამდინარე წყალი BAT 38. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გრანულების წარმოებისთვის ითვალისწინებს წყლის და ჩამდინარე წყლის, სველი რეცხვისა და გამაგრილებელი წყლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას და მათ ხელახალ გამოყენებას, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში. BAT 39. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გრანულების წარმოებისთვის ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების დამუშავებას ჩადინებამდე, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
წარმოების ნარჩენები BAT 40. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას გრანულირების დანადგარებიდან ადგილზე ეფექტური რეციკლირების ან ტექნოლოგიური ნაშთის ხელხალი გამოყენების გზით (ანუ, მცირე ზომის და თერმულად დამუშავებული გრანულები). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოიცავს გრანულირების ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების, ანუ, ჩამდინარე წყლების დამუშავებით მიღებული ლამის კონტროლირებად მართვას, რომლის ვერც თავიდან აცილება და ვერც რეციკლირება ვერ მოხერხდა. ენერგია BAT 41. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას გრანულირების დანადგარებში ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან მათი კომბინირებული გამოყენებით:
აღწერა პირველადი გაგრილების სექციიდან გამოსული ცხელი ჰაერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს წვის სექციაში, როგორც წვის მეორადი ჰაერი. თავის მხრივ, წვის სექციიდან მიღებული სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამკვრივების ხაზის გაშრობის სექციაში. გაშრობის სექციაში ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორადი გაგრილების სექციის სითბო. გაგრილების სექციის ჭარბი სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაშრობისა და დაქუცმაცების აგრეგატის გაშრობის სექციებში. ცხელი ჰაერის გადატანა ხდება იზოლირებული მილსადენით, რომელსაც ჰქვია „ცხელი ჰაერის რეცირკულაციის არხი“. გამოყენებადობა რეალური სითბოს აღდგენა არის გრანულების მწარმოებელი დანადგარის ტექნოლოგიური პროცესის ნაწილი. „ცხელი ჰაერის რეცირკულაციის არხი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებულ დანადგარში, რომელსაც აქვს თავსებადი კონსტრუქცია და რეალური სითბოს საკმარისი მარაგი. მესამე მხარეებთან თანამშრომლობა და შეთანხმება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, არ შედიოდეს ნებართვის ფარგლებში. 1.4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები კოქსის საწარმოსთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში წარმოდგენილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კოქსის წარმოების ყველა ღუმლისთვის. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში BAT 42. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნახშირის დაფქვის დანადგარებისთვის (ნახშირის მომზადება - მსხვრევის, დაფქვის, პულვერიზების და გაცრის ჩათვლით) მტვრის ემისიების თავიდან აცილებას ან შემცირებას, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 43. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, ნახშირის ფხვნილის შენახვისა და განთავსებისთვის, ითვალისწინებს დიფუზიური ემისიების თავიდან აცილებას ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა V-ის გამოყენებისას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე არის <10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 44. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსის ღუმლის კამერის ჩატვირთვას შემცირებული ემისიების მქონე ჩატვირთვის სისტემებით. ინტეგრირებული მიდგომის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება „უკვამლო“ ჩატვირთვას ან თანმიმდევრულ ჩატვირთვას ორმაგი ამოტივტივების ან შემაერთებელი მილებით, რადგან ყველა აირის და მტვრის დამუშავება არის კოქსის აირის დამუშავების ნაწილი. თუმცა, თუ აირების მოცილება და დამუშავება ხდება კოქსის ღუმლის გარეთ, მაშინ უპირატესობა ენიჭება ამოღებული აირების დამუშავებას ხმელეთზე. დამუშავება უნდა მოიცავდეს ემისიების ეფექტურ მოცილებას შემდგომი წვით, რათა შემცირდეს ორგანული ნაერთების შემცველობა და სახელოიანი ფილტრის გამოყენების საჭიროება მყარი ნაწილაკების შემცველობის შესამცირებლად. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე, რომელიც წარმოიშობა ნახშირის ჩატვირთვის სისტემიდან ამოღებული აირების ხმელეთზე დამუშავების მეთოდით, არის 5 გ/ტ კოქსის ეკვივალენტი და <50 მგ/ნმ3-ზე, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). ჩატვირთვის დროს ხილული ემისიების ხანგრძლივობა, რომელიც არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი, არის <30 წამზე თითოეული ჩატვირთვისთვის, როგორც საშუალო თვიური მნიშვნელობა მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით, რომელიც აღწერილია BAT 46-ში. BAT 45. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსისთვის ითვალისწინებს კოქსის აირის (COG) მაქსიმალურ ამოღებას კოქსვის დროს. BAT 46. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის წარმოებისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას კოქსის უწყვეტი შეუფერხებელი წარმოების მიღწევის გზით, შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ხილული ემისიების პროცენტულობა ყველა კარიდან არის 5 – 10 %. VII და VIII საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ხილული ემისიების პროცენტულობა ყველა ტიპის წყაროდან არის <1 %. პროცენტულობა დაკავშირებულია ნებისმიერი სახის გაჟონვის სიხშირესთან კარების, ამწევი მილების ან ჩასატვირთი ფანჯრების სახურავების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, როგორც საშუალო მაჩვენებელი თვის განმავლობაში, ქვემოთ აღწერილი მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით. კოქსის ღუმლებიდან დიფუზიური ემისიების შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
BAT 47. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აირის გამწმენდი დანადგარისთვის ითვალისწინებს აქროლადი აირადი ემისიების მინიმუმამდე შემცირებას შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
გამოყენებადობა ამ ტექნიკის გამოყენება შეიძლება როგორც ახალ, ისე არსებულ საწარმოებში. ახალ საწარმოებში აირგაუმტარი კონსტრუქციის დაპროექტება უფრო ადვილია, ვიდრე უკვე არსებულში. BAT 48. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსის აირში (COG) გოგირდის შემცველობის შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ნარჩენი გოგირდწყალბადის (H2S) კონცენტრაციები, რომლებიც განისაზღვრება როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, არის <300–1 000 მგ/ნმ3, თუ გამოიყენება I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (უფრო მაღალი მაჩვენებლები დაკავშირებულია უფრო მაღალ ჰაერის ტემპერატურასთან, ხოლო უფრო დაბალი მაჩვენებლები - უფრო დაბალ ჰაერის ტემპერატურასთან), ხოლო II საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში არის <10 მგ/ნმ3. BAT 49. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის ღუმელში არასრული წვისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას შემდგი ტექნიკის გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობები და დაკავშირებულია 5% ჟანგბადის შემცველობასთან, არის შემდეგი:
BAT 50. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის გადმოყრის ოპერაციისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას შემდგი ტექნიკის გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის კოქსის გამოტანის ოპერაციის დროს არის <10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრის შემთხვევაში და <20 მგ/ნმ3 – ყველა სხვა შემთხვევაში, განსაზღვრულია, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშის აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში სივრცის ნაკლებობამ შეიძლება შეზღუდოს გამოყენების პოტენციალი. BAT 51. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის ქრობისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის – განსაზღვრული, როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის – არის:
I. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის აღწერა კოქსის მშრალი ქრობის უწყვეტი ციკლის საწარმოსთვის ორი ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში, კოქსის მშრალი ქრობის დანადგარი ორიდან ოთხამდე კამერისაგან შედგება. ერთი ერთეული მუდამ რეზერვშია. შესაბამისად, სველი ქრობა საჭირო არ არის, მაგრამ მშრალი ჩაქრობის დანადგარი ჭარბ სიმძლავრეს მოითხოვს, მაღალფასიანი კოქსის ღუმელთან შედარებით. სხვა შემთხვევაში საჭიროა დამატებითი სველი ქრობის სისტემა. სველი ქრობის დანადგარის მშრალი ქრობის დანადგარად მოდიფიცირების შემთხვევაში, ამ მიზნისთვის შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს არსებული სველი ქრობის სისტემა. კოქსის მშრალი ქრობის ასეთ დანადგარს არა აქვს დამატებითი ტექნოლოგიური სიმძლავრე კოქსის ღუმლის დანადგარისგან განსხვავებით. II. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა არსებული ქრობის კოშკურები შეიძლება აღჭურვილი იქნეს ემისიის შემცირების დეფლექტორებით. კოშკურის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 30 მეტრი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წევის შესაბამისი პირობები. III. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა ვინაიდან სისტემა უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ქრობისთვის არის საჭირო, სივრცის ნაკლებობამ შეიძლება შეზღუდოს გამოყენების პოტენციალი. BAT 52. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის მარკირებისა და გადატვირთვისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების პრევენციას და შემცირებას, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <10 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). წყალი და ჩამდინარე წყლები BAT 53. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩაქრობის პროცესში გამოყენებული წყლის მინიმუმამდე შემცირებას და მის გამოყენებას მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში. BAT 54. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩაქრობის დანადგარში მნიშვნელოვანი ორგანული დატვირთვის მქონე ტექნოლოგიური წყლის (მაგ., კოქსის ნედლეულის ღუმლის ჩამდინარე წყლები; ჩამდინარე წყლები ნახშირწყალბადების მაღალი შემცველობით და ა.შ.) ხელახალი გამოყენების თავიდან აცილებას. BAT 55. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსვის პროცესის ჩამდინარე წყლების წინასწარ დამუშავებას და კოქსის აირის (COG) გაწმენდას ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
BAT 56. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, კოქსვის პროცესიდან და კოქსის აირის (COG) გაწმენდიდან მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის, ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ გაწმენდას, დენიტრიფიკაციის/ნიტრიფიკაციის ინტეგრირებული ეტაპებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები - კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე და მხოლოდ ერთი კოქსის ღუმელის წყლის გამწმენდ აგრეგატზე გდააანგარიშებით - არის:
რაც შეეხება ამიაკი-აზოტის (NH4+-N), ნიტრატ-აზოტის (NO3--N) და ნიტრიტ-აზოტის (NO2--N) ჯამს, მნიშვნელობები <35 მგ/ლ ჩვეულებრივ დაკავშირებულია თანამედროვე ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გამოყენებასთან, წინასწარი დენიტრიფიკაციით/ნიტრიფიკაციით და შემდგომი დენიტრიფიკაციით. წარმოების ნარჩენები BAT 57. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს წარმოების ნარჩენების რეციკლირებას, როგორიცაა, ნახშირის წყლიდან გამოყოფილი ფისი და ჩამდინარე წყლები, ასევე, ჭარბი აქტივირებული ლამი წყლის გამწმენდი დანადგარიდან – კვლავ კოქსის წარმოებაში, ნახშირის ნედლეულის სახით. ენერგია BAT 58. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ამოღებული კოქსის აირის (COG) გამოყენებას საწვავად ან აღმდგენლად, ან ქიმიური ნივთიერებების წარმოებისთვის. 1.5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები საბრძმედე ღუმელებისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში წარმოდგენილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა საბრძმედე ღუმელისთვის. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში BAT 59. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ნახშირის შემფრქვევი დანადგარის შესანახი ბუნკერებიდან გადმოტვირთვისას გამოდევნილი ჰაერისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების დაჭერას და შემდგომში მტვრის მშრალ წმენდას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <20 მგ/ნმ3, რომელიც განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 60. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კაზმის მომზადების (შერევა) და ტრანსპორტირებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, მის ამოღებას მტვრის შემდგომი გაწმენდით ელექტრონული ფილტრის ან სახელოიანი ფილტრის საშუალებით. BAT 61. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა სამსხმელო საამქროსთვის (ბრძმედის ონკანი, ღარები, მიქსერული (ტორპედო) ციცხვის ჩატვირთვის ადგილები, ქაფქირები) ითვალსიწინებს მტვრის დიფუზიური ემისიების პრევენციას ან შემცირებას შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
II საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <1 – 15 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი. BAT 62. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ღარების ამოგებას ფისის (კუპრის) გამოყენების გარეშე. BAT 63. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის აირების გამოყოფის მინიმიზებას ჩატვირთვის დროს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
II. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა გამოყენებადია ახალ დანადგარებში. გამოყენებადია არსებულ დანადგარებში მხოლოდ იქ, სადაც ღუმელს უკონუსო ჩატვირთვის სისტემა აქვს. იგი გამოიყენება დანადგარებში, სადაც აირები, რომლებიც არ მიეკუთვნება ბრძმედის აირს (მაგალითად, აზოტი), ღუმელის ზედა ნაწილის ბუნკერებში წნევის შესაქმნელად გამოიყენება. BAT 64. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას საბრძმედე ღუმელის აირებიდან ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
გაწმენდილი ბრძმედის აირისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ნარჩენი კონცენტრაცია არის < 10 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). BAT 65. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ცხელი საბრძმედე ღუმელისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას დესულფურიზებული და მტვრისაგან გაწმენდილი ჭარბი კოქსის, მტვრისაგან გაწმენდილი საბრძმედე ღუმელის აირის და ჟანგბადკონვერტერული ღუმელის აირის გამოყენებით, ინდივიდუალურად ან გარკვეული კომბინაციით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც განსაზღვრულია როგორც სადღეღამისო მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის შემცველობის 3%-თან, არის:
წყალი და ჩამდინარე წყლები BAT 66. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, საბრძმედე ღუმელში მოხმარებული წყლისა და მისგან მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ხელახალ გამოყენებას შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში, მაგალითად, წიდის გრანულაციისთვის, თუ საჭიროა, ხრეშის ფილტრით გაწმენდის შემდეგ. BAT 67. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, საბრძმედე ღუმელის აირების გაწმენდისას მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის ითვალისწინებს ფლოკულაციის (კოაგულაციის) ან დალექვის მეთოდების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად გამოყოფადი ციანიდის შემცირებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
წარმოების ნარჩენები BAT 68. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას საბრძმედე ღუმელიდან, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის ტექნოლოგიური ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული. BAT 69. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ლამის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ემისიების მინიმიზირებისთვის ითვალისწინებს კვამლის კონდენსირებას, თუ მოითხოვება სუნის შემცირება. რესურსების მართვა BAT 70. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა საბრძმედე ღუმელის რესურსის მართვისთვის ითვალისწინებს კოქსის მოხმარების შემცირებას აღმდგენის პირდაპირი შეფრქვევის გზით, როგორიცაა, პულვერიზებული ნახშირი, ზეთი, მაზუთი, ფისი, ნავთობის ნარჩენები, კოქსის აირი (COG), ბუნებრივი აირი და ნარჩენები, როგორიცაა, მეტალის ნარჩენები, ნარჩენი ზეთები და ემულსიები, ზეთოვანი ნარჩენები, ცხიმები და პლასტმასის ნარჩენები, ინდივიდუალურად ან ერთობლივად. გამოყენებადობა ნახშირის შეფრქვევა: ეს მეთოდი გამოყენებადია ყველა საბრძმედე ღუმელისთვის, რომლებიც აღჭურვილია პულვერიზებული ნახშირის შეფრქვევის და ჟანგბადით გამდიდრების მოწყობილობით. აირის შეფრქვევა: Tuyère-ის მფრქვევანით კოქსის აირის შეფრქვევა დიდწილად არის დამოკიდებული აირის არსებობაზე, რომელიც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ნებისმიერ ადგილზე ფოლადის ინტეგრირებულ წარმოებაში. პლასტმასის შეტანა: უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივ გარემოებებსა და ბაზრის პირობებზე. პლასტმასი შეიძლება შეიცავდეს ქლორს (Cl) და მძიმე მეტალებს, როგორიცაა, Hg, Cd, Pb და Zn. გამოყენებული ნარჩენების (მაგ., შრედერის მსუბუქი ფრაქცია) შემადგენლობიდან გამომდინარე, საბრძმედე ღუმელის აირში შეიძლება გაიზარდოს Hg, Cr, Cu, Ni და Mo-ის შემადგენლობა. პირდაპირი შეფრქვევა გამოყენებული ზეთების, ცხიმების და ემულსიების, როგორც აღმდგენლების, და მყარი ლითონების ნარჩენების: ამ სისტემის უწყვეტი მუშაობა დამოკიდებულია ნარჩენების მიწოდებისა და შენახვის ლოჯისტიკის კონცეფციაზე. გარდა ამისა, წარმატებული ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტირების ტექნოლოგიას. ენერგია BAT 71. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის შეუფერხებელ, უწყვეტ მუშაობას მდგრად მდგომარეობაში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ემისიები და კაზმის ასხლეტის ალბათობა. BAT 72. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ამოღებული საბრძმედე აირის გამოყენებას საწვავად. BAT 73. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის აირის წნევის ენერგიის აღდგენას, სადაც აირის წნევა არის საკმარისი, ხოლო ტუტეების კონცენტრაცია არის დაბალი. გამოყენებადობა ზედა აირის წნევის აღდგენა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალ საწარმოებში და, ზოგ შემთხვევაში, არსებულ საწარმოებში, თუმცა ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული და დამატებით ხარჯებსაც მოითხოვს. ამ ტექნიკის გამოყენებისთვის უმთავრესია ზედა ნაწილში აირის სათანადო წნევის არსებობა, რომელიც მანომეტრში უნდა აღემატებოდეს 1,5 ბარს. ახალ საწარმოებში ზედა აირტურბინა და ბრძმედის აირის გამწმენდი აგრეგატი შეიძლება ერთმანეთთან იქნეს ადაპტირებული, რათა მიღწეულ იქნეს მაღალი ეფექტურობა როგორც გაწმენდის, ისე ენერგიის აღდგენის პროცესებში. BAT 74. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საწვავი აირების წინასწარ გაცხელებას ან წვისთვის განკუთვნილი ჰაერის გაცხელებას ჰაერგამაცხელებლიდან გამოყოფილი აირების გამოყენებით, და ჰაერგამაცხელებელში წვის პროცესის ოპტიმიზაციას. აღწერა ცხელი ღუმელის ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის ერთობლიობა:
გამოყენებადობა საწვავის წინასწარი გაცხელების გამოყენება დამოკიდებულია ღუმელების ეფექტურობაზე, რადგან მასზე არის დამოკიდებულია გამოყოფილი აირების ტემპერატურა (მაგ., როდესაც გამომავალი აირების ტემპერატურა 250 °C-ზე ნაკლებია, სითბოს აღდგენა შეიძლება ხელსაყრელი არ იყოს ტექნიკური ან ეკონომიკური თვალსაზრისით). ავტომატიზირებული მართვის დანერგვას შესაძლოა მეოთხე ღუმელის აგება დასჭირდეს სამი ჰაერგამხურებლის (კაუპერის) მქონე ბრძმედის ღუმელის შემთხვევაში (თუ შესაძლებელი იქნება), რათა უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალური სარგებელი.
1.6. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ჟანგბადკონვერტერული ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჟანგბადკონვერტერული ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმის ყველა პროცესისთვის. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში BAT 75. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა BOF-ის აირების აღდგენისთვის წვის ჩახშობის გზით, ითვალისწინებს აღდგენილი აირის მაქსიმალურ მოცილებას შებერვის დროს და მისი გაწმენდის დროს, შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ნარჩენი მტვრის კონცენტრაცია - ჟანგბადკონვერტერული აირის შუალედური დამუშავების შემდეგ - არის:
BAT 76. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა – ჟანგბადკონვერტერული ღუმელიდან აირის აღდგენისთვის, ჟანგბადის შებერვის დროს, სრული წვის პირობებში – ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით: I. მტვრის მშრალი წმენდა (მაგ., ელექტროფილტრით ან სახელოიანი ფილტრით) ახალი და არსებული საწარმოებისთვისს; II. მტვრის სველი წმენდა (მაგ., სველი ელექტროფილტრი ან სკრუბერი) არსებული საწარმოებისთვის. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრისთვის – განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში) - არის:
BAT 77. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების მინიმიზირებას ჟანგბადის სარქველებიდან ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
BAT 78. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მტვრის მეორადი გაწმენდისთვის, მათ შორის, შემდეგი პროცესებისთვის:
ითვალისწინებს მტვრის ემისიების მინიმუმამდე შემცირებას ტექნოლოგიურ პროცესში ინტეგრირებული მეთოდების საშუალებით, როგორიცაა, დიფუზიური ან არაოგანიზებული ემისიების პრევენციის ან კონტროლის ღონისძიებები, ასევე, სათანადო შემოფარგვლის და სახურავების გამოყენებით, ეფექტური გამწოვებითა და გამოყოფილი აირების შემდგომი წმენდით სახელოიანი ფილტრის ან ელექტროფილტრის გამოყენებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის შეგროვების საერთო საშუალო ეფექტურობა არის > 90 %; საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, მტვრისაგან გაწმენდილი ყველა გამოყოფილი აირისთვის, არის < 1 – 15 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 მგ/ნმ3 – ელექტროფილტრისთვის; თუ თუჯის წინასწარი დამუშავების და მეორადი მეტალურგიის პროცესების ემისიები ცალ-ცალკე განიხილება, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, არის < 1 – 10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 მგ/ნმ3 – ელექტროფილტრისთვის. აღწერა ზოგადი ტექნიკა BOF-ის შესაბამისი მეორადი წყაროებიდან დიფუზიური და არაორგანიზებული ემისიების პრევენციისთვის მოიცავს შემდეგს:
გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში, დანადგარის კონსტრუქციამ შეიძლება ხელი შეუშალოს სათანადო ევაკუაციას. BAT 79. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას წიდის ადგილზე დამუშავებისას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის, I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას, არის < 10 – 20 მგ/ნმ3, განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). წყალი და ჩამდინარე წყლები BAT 80. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს წყლის გამოყენების და ჩამდინარე წყლების ემისიების პრევენციას ან შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია BOF-ის აირის მტვრისაგან პირველად გაწმენდასთან, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით, როგორც ეს აღწერილია BAT 75-სა და BAT 76-ში:
BAT 81. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტი ჩამოსხმის პროცესის დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მინიმუმამდე შემცირებას ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებიდან – არის:
წარმოების ნარჩენები BAT 82. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
V. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება მტვრის ცხელი ბრიკეტირება და რეციკლირება, რომლის დროსაც მიიღება გრანულები თუთიის მაღალი შემცველობით, გამოყენებადია მაშინ, როდესაც BOF-ის აირის გასაწმენდად მშრალი ელექტროფილტრები გამოიყენება. ბრიკეტირების საშუალებით თუთიის ამოღება არ გამოიყენება მტვრის სველი წმენდის სისტემებში, რადგან სალექარებში დალექვის პროცესი სტაბილური არ არის, რაც გამოწვეულია წყალბადის წარმოქმნით (ლითონური თუთიის და წყლის რეაქციის შედეგად). უსაფრთხოების აღნიშნული მიზნების გამო, ლამში თუთიის შემცველობა 8-10%-მდე უნდა შეიზღუდოს. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჟანგბადკონვერტერული ღუმელის ტექნოლოგიური ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული. ენერგია BAT 83. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს BOF-ის აირის შეგროვებას, გაწმენდასა და შუალედურ დარეზერვებას შემდგომში საწვავად გამოყენების მიზნით. გამოყენებადობა ზოგ შემთხვევაში, BOF-ის აირის ამოღება წვის ჩახშობით, შეიძლება არ იყოს ეკონომიურად სასარგებლო ენერგომოხმარების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში, კონვერტირებული აირი შეიძლება დაიწვას ორთქლის გენერირებით. წვის ტიპი (სრული ან ჩახშობილი წვა) ენერგომოხმარების ადგილობრივ მენეჯმენტზე არის დამოკიდებული. BAT 84. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას სახურავიანი ციცხვის სისტემის გამოყენებით. გამოყენებადობა სახურავი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, რადგან ისინი დამზადებულია ცეცხლგამძლე აგურისაგან და, აქედან გამომდინარე, ამწეების ტვირთამწეობისა და მთელი შენობის კონსტრუქციის გამო შეიძლება შეიზღუდოს მისი გამოყენება არსებულ საწარმოებში. არსებობს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტა სისტემის დასანერგად მეტალურგიული საწარმოს კონკრეტულ პირობებში. BAT 85. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს პროცესის ოპტიმიზაციას და ენერგომოხმარების შემცირებას შებერვის შემდეგ პირდაპირი გამოშვების პროცესის საშუალებით. აღწერა პირდაპირი გამოშვება, როგორც წესი, საჭიროებს ძვირადღირებულ აღჭურვილობას, როგორიცაა დამატებითი შუბი ან DROP IN სენსორების სისტემა, რათა განხორციელდეს გამოშვება აღებული ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგების ლოდინის გარეშე (პირდაპირი გამოშვება). ალტერნატივის სახით, შემუშავებულია ახალი ტექნიკა აღნიშნული ხელსაწყოების გარეშე, პირდაპირი გამოშვების მიღწევის მიზნით. აღნიშნული ტექნიკა მოითხოვს დიდ გამოცდილებას და მოცულობით საცდელ-კონსტრუქციულ სამუშაოებს. პრაქტიკაში, ნახშირბადი ეცემა 0,04%-მდე და პარალელურად აბაზანის ტემპერატურა მცირდება საკმაოდ დაბალ მიზნობრივ მნიშვნელობამდე. გამოშვების წინ, ორივე მაჩვენებელი – ტემპერატურა და ჟანგბადის აქტიურობა იზომება შემდგომი ქმედებებისთვის. გამოყენება საჭიროა ცხელი ლითონის სათანადო ანალიზატორი და ლამის შეჩერების საშუალებები, ხოლო ციცხვ-ღუმელის არსებობა ამ ტექნოლოგიის დანერგვას ამარტივებს. BAT 86. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას ზოლის უწყვეტი ჩამოსხმის საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა პროდუქტის საბოლოო ფორმასთან, თუ ეს გამართლებულია გამოშვებული ლითონის მარკის შესაბამისი ხარისხითა და შემადგენლობით. აღწერა საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლების ჩამოსხმა ნიშნავს ფოლადის უწყვეტ ჩამოსხმას 15 სმ-ზე ნაკლები სისქის ზოლებად. ჩამოსხმის პროცესი კომბინირებულია ზოლების პირდაპირი ცხელი გლინვის, გაგრილებისა და დახვევის პროცესთან, მეორადი გაცხელებისთვის შუალედური ღუმელის გამოყენების გარეშე, რომელიც გამოიყენება ჩამოსხმის ჩვეულებრივი ტექნიკისთვის, მაგალითად, ფურცლოვანი ნამზადების (სლაბების) ან თხელი ფურცლოვანი ნამზადების (თხელი სლაბების) უწყვეტი ჩამოსხმისთვის. ამრიგად, ზოლების ჩამოსხმა არის ტექნიკა ლითონის ბრტყელი ზოლების წარმოებისთვის, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სიგანე, ხოლო სისქე 2 მმ-ზე ნაკლებია. გამოყენებადობა გამოყენებადობა დამოკიდებულია წარმოებული ფოლადის მარკაზე (მაგ., ამ პროცესით შეუძლებელია მძიმე ფირფიტების წარმოება) და ცალკეული ფოლადის საწარმოს პროდუქციის ასორტიმენტზე (პროდუქტის ნაზავი). არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს განლაგებითა და ხელმისაწვდომი სივრცით; მაგალითად, პროდუქციის უწყვეტი სამსხმელო ხაზის მოდიფიცირებისთვის დაახლოებით 100 მეტრი არის საჭირო. 1.7. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ელექტრორკალურ ღუმელებში ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმისთვის თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მითითებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრორკალურ ღუმელში (EAF) ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმის ყველა საწარმოში. BAT 87. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ელექტრორკალური ღუმელის პროცესისთვის ითვალისწინებს ვერცხლისწყლის ემისიების პრევენციას, ვერცხლისწყლის შემცველობის მქონე ნედლეულის და დანამატების მაქსიმალურად თავიდან აცილების გზით (იხ. BAT 6 და 7). BAT 88. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, ელექტრორკალური ღუმელის მტვრის პირველადი და მეორეული გაწმენდის (ჯართის წინასწარი გაცხელების, ჩატვირთვის, დნობის, გამოშვების, ციცხვიანი ღუმელის და მეორადი მეტალურგიის ჩათვლით) ითვალისწინებს ემისიების ყველა წყაროდან ეფექტურ დაჭერას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით და მტვრისაგან შემდგომი გაწმენდას სახელოიანი ფილტრის საშუალებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მთლიანი შეგროვების საშუალო ეფექტურობა არის >98 %. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <5 მგ/ნმ3, განსაზღვრული, როგორც სადღეღამისო საშუალო მაჩვენებელი. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე ვერცხლისწყლისთვის არის <0,05 მგ/ნმ3, განსაზღვრულია, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში). BAT 89. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, მტვრის პირველადი და მეორადი გაწმენდის ელექტრორკალური ღუმელისთვის (ჯართის წინასწარი გაცხელების, ჩატვირთვის, გადადნობის, გამოშვების, ციცხვ-ღუმელის და მეორადი მეტალურგიის ჩათვლით) ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების პრევენციას, ნედლეულის თავიდან აცილების საშუალებით, რომელიც შეიცავს PCDD/F-ს და PCB-ს ან სხვა პრეკურსორებს (იხ. BAT 6 და 7) და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას, მტვრის მოცილების შესაბამის სისტემასთან ერთად:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანებისთვის (PCDD/F) არის <0,1 ნგ I-TEQ/ნმ3, 6-8 საათიანი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სტაბილურ პირობებში. ზოგ შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ძირითადი ღონისძიებებით. I. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა არსებულ საწარმოებში, გამოყენებადობის შესაფასებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა, სივრცის არსებობა, გამოყოფილი აირების არსებული სისტემა და სხვ. BAT 90. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ადგილზე წიდის გადამუშავებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე არის <10 – 20 მგ/ნმ3, განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში). წყალი და ჩამდინარე წყლები BAT 91. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტრორკალური ღუმელის (EAF) ტექნოლოგიურ პროცესში წყლის მოხმარების მინიმიზირებას ღუმელის აგრეგატების წყლით გაგრილების ჩაკეტილი სისტემების გამოყენებით, თუ გამოყენებული არ არის გაგრილების ერთნაკადიანი სისტემა. BAT 92. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტი ჩამოსხმის პროცესიდან ჩამდინარე წყლების მინიმუმამდე შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებიდან ჩამდინარე წყლებისთვის – არის:
წარმოების ნარჩენები BAT 93. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს EAF-ის პროცესიდან მიღებული ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული. გამოყენებადობა III – V საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში ნახსენები წარმოების ნარჩენების სხვაგან გამოყენება ან რეციკლირება დამოკიდებულია მესამე მხარესთან თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე, რაც შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, არ ექცეოდეს ნებართვის ფარგლებში. ენერგია BAT 94. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლის უწყვეტი ჩამოსხმის საშუალებით, თუ ეს გამართლებულია გამოშვებული ლითონის მარკის შესაბამისი ხარისხითა და შემადგენლობით. აღწერა საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლების ჩამოსხმა ნიშნავს ფოლადის უწყვეტ ჩამოსხმას 15 სმ-ზე ნაკლები სისქის ზოლებად. ჩამოსხმის პროცესი კომბინირებულია ზოლების პირდაპირი ცხელი გლინვის, გაგრილებისა და დახვევის პროცესთან, მეორადი გაცხელებისთვის შუალედური ღუმელის გამოყენების გარეშე, რომელიც გამოიყენება ჩამოსხმის ჩვეულებრივი ტექნიკისთვის, მაგალითად, ფურცლოვანი ნამზადების (სლაბების) ან თხელი ფურცლოვანი ნამზადების (თხელი სლაბების) უწყვეტი ჩამოსხმისთვის. ამრიგად, ზოლების ჩამოსხმა არის ტექნიკა ლითონის ბრტყელი ზოლების წარმოებისთვის, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სიგანე, ხოლო სისქე 2 მმ-ზე ნაკლებია. გამოყენებადობა გამოყენებადობა დამოკიდებულია წარმოებული ფოლადის მარკაზე (მაგ., ამ პროცესით შეუძლებელია მძიმე ფირფიტების წარმოება) და ცალკეული ფოლადის საწარმოს პროდუქციის ასორტიმენტზე (პროდუქტის ნაზავი). არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს განლაგებითა და ხელმისაწვდომი სივრცით; მაგალითად, პროდუქციის უწყვეტი სამსხმელო ხაზის მოდიფიცირებისთვის დაახლოებით 100 მეტრი არის საჭირო. ხმაური BAT 95. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტრორკალური ღუმელის დანადგარებსა და პროცესებში გენერირებული მაღალი ბგერითი ენერგიის შემცირებას ქვემოთ მოცემული კონსტრუქციული და ოპერაციული ტექნიკის გამოყენებით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მათ შესაბამისად (BAT 18-ში გამოყენებულ ტექნიკასთან ერთად):
[1] ზოგ შემთხვევაში, ჟანგბადზე ქიმიური მოთხოვნის (COD) ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშავდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში [2] ზოგ შემთხვევაში, COD-ის ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშვდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში. [3] დიაპაზონის ქვედა ზღვარი განისაზღვრა ერთი სპეციფიკური დანადგარის წარმადობის საფუძველზე, ექსპლუატაციის რეალურ პირობებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვით მახასიათებლებს უზრუნველყოფს. [4] ეს დონე ეფუძნება მორჰაუერის არაიზოკინეტიკურ მეთოდს (ყოფილიVDI 2303). [5] ეს დონე ეფუძნება ნიმუშების აღების იზოკინეტიკურ მეთოდს, VDI 2066-ის შესაბამისად. [6] ზოგ შემთხვევაში, ჟანგბადზე ქიმიური მოთხოვნის (COD) ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშავდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში. [7] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 27’-ის ან სხვა ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს. [8] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 13-2’-ის ან სხვა ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს. [9] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 13-2’-ის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მონაცემებს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები