„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026008
458
21/09/2026
ვებგვერდი, 23/09/2026
040030000.10.003.026008
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №458

2026 წლის 21 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2025, 040030000.10.003.025194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 1.4. ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.41 ქვეპუნქტი:

„1.41. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება/განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე