„აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების და შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 02 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/09/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016419
207
22/09/2026
ვებგვერდი, 24/09/2026
310050000.54.066.016419
„აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების და შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 02 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №207 

2026 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების და შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 2 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების და შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 2 მაისის №84 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/11/2020, 310150000.54.066.016205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, წინასწარ შეთანხმებას დაქვემდებარებულ ცვლილებას განახორციელებს სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, სააგენტო აფასებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ განხორციელებული ცვლილებით გამოწვეულ ზეგავლენას ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროებაზე, რის საფუძველზეც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი