„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.017023
2-426
19/10/2026
ვებგვერდი, 20/10/2026
040030000.22.023.017023
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-426

2026 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების“:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;“.

ბ)   91  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;

გ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგს;

დ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

ე) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას;

ვ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რისკფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს;

თ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნას;

ი) სააგენტოში დასაქმებულ პირთა საქმიანობის პროცესში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, მათ გამოყენებასა და დაცვაზე კონტროლს.“

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვას, მათ შორის, სატრანსპორტო ქონების მართვას, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას;

ბ) სააგენტოს მიერ  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას და ზედამხედველობას.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) გარდა სატრანსპორტო ქონებისა, სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;

გ) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, გარდა სატრანსპორტო მატერიალური ფასეულობებისა;

დ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება;

ე) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ, გარდა სატრანსპორტო ქონებისა;

ვ) სააგენტოს მიერ  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან (მათ შორის, საქმიანი ეზოების მოწყობა) დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;

ზ) დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების  გადმოცემასთან დაკავშირებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ტრანსპორტის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატრანსპორტო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;

ე) სააგენტოს მიერ შესყიდული სატრანსპორტო ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად გაცემა;

ვ) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო ქონების ჩამოწერის შესახებ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

„მუხლი 131. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

1. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას;

ბ) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის წარმოებას.

2. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა- შენახვის უზრუნველყოფა;

გ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ორგანიზება. სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა საზღვრებს გარეთ მივლინების ორგანიზება;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების სისტემის ადმინისტრირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

5. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო სამსახურების ტიპური დებულების (დანართი 1)“:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფროსი მეტყევე:

ა) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის აღრიცხვა, ტყითსარგებლობა, ტყის მოვლა-აღდგენა) განსაზღვრის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას;

ბ) ორგანიზებას უწევს ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, გახსნასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ასევე ტყეკაფების მონიშვნის მასალების დოკუმენტურ შემოწმებასა და გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კონტროლს;

გ) ორგანიზებას უწევს ლიცენზიის მფლობელის ან სხვა შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით შემოწმებას, ხოლო შეუსაბამობის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში – ტყეკაფის გადამოწმებას;

დ) მონაწილეობს ტყის მართვის გეგმის შედგენაში;

ე) მონაწილეობს ტყითსარგებლობის გეგმების განხილვაში და შეიმუშავევს შესაბამის წინადადებებს;

ვ) მონაწილეობს ტყის მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში, ამზადებს წინადადებებს სატყეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის და წარუდგენს ხელმძღვანელობას;

ზ) მონაწილეობს ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების კონტროლის დაგეგმვაში;

თ) მოთხოვნისამებრ ამზადებს და ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტს აწვდის შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს;

კ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას, ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს, მონაწილეობს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში, ადგენს შესაბამის აქტებს და დაიანგარიშებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-5 - 102 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეტყევე:

ა) შეიმუშავებს მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ წინადადებებს;

ბ) მონაწილეობას იღებს ტყის მართვის გეგმების შედგენაში;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს სპეციალურ გამოკვლევას;

დ) უზრუნველყოფს ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ან მონაწილეობს მათში;

ე) მონაწილეობს ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

ვ) მონაწილეობს სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში;

ზ) სატყეო სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს  ან/და ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახარისხებს მერქნულ რესურსს;

ი) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას, ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს, მონაწილეობს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში, ადგენს შესაბამის აქტებს და დაიანგარიშებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ხე-ტყის დამზადების ინჟინერი:

ა) მონაწილეობს ხე-ტყის დამზადების პროცესის დაგეგმვაში;

ბ) მონაწილეობს ხე-ტყის დამზადების ტექნიკური დავალებების შედგენაში;

გ) მონიტორინგს უწევს სააგენტოს მიერ დაგეგმილი ხე-ტყის დამზადების პროცესს;

დ) მონაწილეობს დამზადებული ხე-ტყის მიღება-ჩაბარების პროცესში;

ე) დამზადებული ხე-ტყის რეალიზაციის მიზნით, ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას აუქციონისათვის და ორგანიზებას უწევს სააგენტოში მის წარმოდგენას;

ვ) ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის და უფროსი მეტყევის სხვა დავალებებს.

7. ანალიტიკოსი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, შეაქვს მონაცემები საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში და უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ატვირთვას;

ბ) ამზადებს წინადადებებს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მოდულების შემუშავების და/ან მოქმედ სისტემაში ცვლილებების შეტანის სრულყოფისათვის;

გ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარე მომხმარებლების მიერ ასახულ მონაცემებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი პირების ინფორმირებას;

დ) აღრიცხავს და სისტემატიზაციას უწევს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში  სატყეო სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებს, უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით, გადამუშავებული სახით მიწოდებას. 

ე) ორგანიზებას უწევს სატყეო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადებას;

ვ) დადგენილი წესით აღრიცხავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გაცემას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. საქმისმწარმოებელი:

ა) აღრიცხავს სატყეო სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და გასულ დოკუმენტებს:

ბ) აღრიცხავს იმ ბეჭდების, შტამპებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისათვის;

გ) უზრუნველყოფს შემსრულებლებისათვის სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დავალებების დროულ გადაცემას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. ტყის მცველის უფლებამოსილება ვრცელდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ტყის მცველი:

ა) უზრუნველყოფს ტყის ფიზიკურ დაცვას, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამის დოკუმენტებს. მონაწილეობს გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებაში. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს ან/და ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირებას;

გ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას. ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს მის სალიკვიდაციოდ და დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს;

დ) ახდენს ტყის მავნებელი დაავადებების ადრეულ იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას (ინფორმირებას);

ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ტყის მოვლის და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში;

ვ) იცავს ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების ფარგლებში არსებულ ფართობებს და მონაწილეობს ამ ღონისძიებებში;

ზ) მონაწილეობს ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევისა და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. ოპერატორი:

ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გაწერას;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს მატერიალური მარაგების, ასევე, სააგენტოს მიერ დამზადებული და გადმოცემული მერქნული რესურსის აღრიცხვას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

10​1. იურისტი:

ა) უზრუნველყოფს სატყეო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებისა და მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

გ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე წარმოადგენს სააგენტოს ან სატყეო სამსახურის ინტერესებს სასამართლო და სხვა სახის დავებში (მათ შორის, საგამოძიებო და სამართალდამცავ ორგანოებში);

დ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამზადებს სასამართლოში წარსადგენი შესაბამისი სარჩელის პროექტებს;

ე) ახორციელებს ხელშეკრულებების მონიტორინგს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

10​​2. უფროსი სპეციალისტი:

ა) მონაწილეობს ტყის მართვის გეგმების შედგენაში;

ბ) მონაწილეობს ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

გ) მონაწილეობს ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში;

დ) მუშაობს გეოინფორმაციულ სისტემებში (Gis);

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი