„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016612
30
25/09/2026
ვებგვერდი, 28/09/2026
010260020.35.112.016612
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2026 წლის 25 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №19 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი – matsne.gov.ge, 14/08/2026 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016601) 1-ლი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
1. დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“.

 

2. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას ახორციელეს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის, რაზეც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – მერის ბრძანებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ – ა.გ“, „ბ.ა“ – „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და, ასევე, მერის ის უფლებამოსილებები, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს, არ შეიძლება გადაეცეს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა საჯარო მოსამსახურეებს ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.“.  

 

3. დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ინსპექტირების სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური;

ე) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური;

თ) შესყიდვების სამსახური.“.

 

4. ამოღებულ იქნეს დანართის მე-14 მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე