დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.027.017734 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 140120000.22.027.017144) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე უფლებამოსილი მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილისათვის (შემდგომ – სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემის (შემდგომ – ნებართვის გაცემა), აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) ბალანსზე რიცხული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის (შემდგომ – იარაღი) შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, პირობებსა და პროცედურებს.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უფლებამოსილი მოსამსახურის (გარდა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილისა) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ნებართვის გაუქმების შესახებ, ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში. მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ნებართვის გაუქმების შესახებ.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღი სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები