,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016397
01-358
22/09/2026
ვებგვერდი, 22/09/2026
010320040.22.030.016397
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-358

2026 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის  12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე,  რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება  საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი