დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.158.016709 |
|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“, ,,დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილებები, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილების (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/08/2026 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.158.016694) დანართ №1-ში:
1. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პროექტების მართვის, ეკონომიკის განვითარების და სტატისტიკის და განყოფილება ა) განყოფილების უფროსი (II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2720 ლარი); გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი);“. 2. დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი „სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და ჩაითვალოს პუნქტ 3-ად: ,,3. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება ა) განყოფილების უფროსი (II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 4 (თანამდებობრივი სარგო – 2720 ლარი); გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2400 ლარი);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები