„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026005
455
18/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
040030000.10.003.026005
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2026 წლის 18 სექტემბერი 

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2.

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:

ა) სეს ესნ-ის 1101 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული ხორბლის ფქვილის იმპორტის დროს ნებართვის გაცემა (გარდა ხორბლის ფქვილზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ 1 კგ-ზე 0,3 ლარი

ბ) სეს ესნ-ის 1003 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში ან/და 1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ქერის იმპორტის დროს ნებართვის გაცემა (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ 1 კგ-ზე 0,2 ლარი

გ) სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს იმპორტის დროს ნებართვის გაცემა (გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 სამუშაო დღე

ყოველ 1 კგ-ზე 0,2 ლარი

დ) სეს ესნ-ის 1001 19 000 00 და 1001 99 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული ხორბლის იმპორტის დროს ნებართვის გაცემა

1 სამუშაო დღე

ყოველ 1 კგ-ზე 0,10 ლარი

ე) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა, გარდა ამ პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

100 ლარი

200 ლარი

300 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე