„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.026000
450
18/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
470230000.10.003.026000
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2026 წლის 18 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 21-ე მუხლის 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ პროგრამის მიზნებისათვის, იმ პირების შემოსავალი, რომლებიც დოკუმენტურად დაადასტურებენ განმახორციელებლის წინაშე, რომ წლიურ შემოსავალში გათვალისწინებულია ერთჯერადად, მათ შორის, საქველმოქმედო მიზნით, გაცემული დახმარება/კომპენსაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ჩარიცხული დაგროვებითი პენსია, წლიური და ერთი თვის შემოსავალი განესაზღვრებათ შესაბამისი თანხის გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე